მაქსიმ გალკინი უკრაინელების დასახმარებლად რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს

რუსმა შოუმენმა მაქსიმ გალკინმა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაგმო უკრაინაში მიმდინარე ომი და ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, უკრაინელი ლტოლვილების დახმარება გადაწყვიტა.

გალკინმა რამდენიმე კონცერტი დააანონსა თელ-ავივსა და ჰაიფაში. 

ამის შესახებ მან, ინსტაგრამში გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა. 

მისი განცხადებით, ბილეთების გაყიდვით გამომუშავებული თანხის ნაწილს ის უკრაინელ ლტოლვილებს გადაურიცხავს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, ომის გამო, სახლი დაეტოვებინათ.

"ძვირფასო მეგობრებო, რადგან უკვე გამოცხადებული კონცერტების, ასევე ადრე დადგმული დამატებითი კონცერტების ბილეთები გაყიდულია, მაყურებლის თხოვნით, ვაცხადებ კიდევ ორ კონცერტს ტურის ორგანიზატორთან ერთად, მესამე კონცერტს თელ-ავივში, 13 ივნისს და მეორე დამატებითი ჰაიფაში, 15 ივნისს.

გადავწყვიტე, შემეწირა ჩემი გამომუშავებული თანხის ნაწილი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

ვფიქრობ, მათთვის, ვინც უკვე იყიდა ბილეთები, სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ ჩვენ ერთად გავაკეთებთ კარგ საქმეს", - აღნიშნა გალკინმა ვიდეომიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* Bloomberg: აშშ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდ დოლარზე მეტი გაყინული აქტივების გადაცემას განიხილავს, უკრაინის აღდგენის მიზნით

* "რუსეთი ერაყიდან იღებს საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას უკრაინაში სამხედრო ოპერაციებისთვის" - The Guardian 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795801614

ახალი ამბები

პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...

პრემიერი

1795800465

ახალი ამბები

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

ყვითელი ლენტი

1795800099

ახალი ამბები

პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან

პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით პოლიციელების მიმართ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან მძიმე პროვოკაციების პირობებში დაეცვათ წესრიგი, უზრუნველეყოთ წესრიგ...

ირაკლი კობახიძე

1795799486

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ არის მრავალჯერადად გაზრდილი

„ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსი...

ირაკლი კობახიძე

1795798176

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე, დღეს, ჩვენ ვხსნით სამბოს ახალ დარბაზს

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენ...

ირაკლი კობახიძე