„ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში... რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს“ - ზელენსკი

„ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც რუსი ოკუპანტებისგან განადგურებულ ბუჩაში ჩავიდა, სადაც რუსებმა ასობით ადამიანი ჩახოცეს და გაჟლიტეს.

ოფიციალური უწყებების ცნობით, სასტიკი წამებით მოკლეს 410 მშვიდობიანი მოქალაქე.

„ყველაფერი, ოღონდ სიჩუმე არა! ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგის ნაცვლად ჯავშანჟილეტები აცვიათ, ისინი დაჭრილებს უმღერიან, ისინი უმღერიან მათაც, ვისაც აღარ ესმის. ომი. რა არის უფრო მეტად მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე.

ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი გარდაიცვალა. ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ მათ ნახატებს. ჩვენმა ახლობლებმა არ იციან, ისევ ერთად ვიქნებით თუ არა.

ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. მხარი დაგვიჭირეთ ყველანაირად, ნებისმიერი გზით, მაგრამ არა დუმილით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵  „ბუჩა - სისხლის კალო, რომლის მომკელსაც ეს არასდროს უნდა შევარჩინოთ“ - გიორგი კეკელიძე

🔵 „დახოცილი და ნაწამები ადამიანების ფოტო უნდა ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება...“ - ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

🔵 „ოცდამეერთე საუკუნეში არსებული ფაშიზმი და ნაციზმი... ეს რუსული საოკუპაციო ძალების ხელწერაა“ - ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე