ომის კვლევის ინსტიტუტი: რუსულმა ძალებმა,  ჩაატარეს რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში

ომის კვლევის ინსტიტუტის ბოლო ანგარიშის თანახმად, რუსულმა ძალებმა 21 მარტს  რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ განახორციელეს. რუსეთის ძალებმა კიევის ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით განაგრძეს ქალაქის დაბომბვა და თავდაცვითი პოზიციების გაძლიერება, მაგრამ მათ არ ჩაუტარებიათ ძირითადი შეტევითი ოპერაციები.

რუსეთის ძალებს ბოლო 24 საათის განმავლობაში შეტევითი ოპერაცია არ განუხორციელებიათ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქების ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის მიმართ.

რუსულმა ძალებმა,  ჩაატარეს რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში, მაგრამ არ განუხორციელებიათ შეტევა ხერსონის გარშემო.

  • რუსეთის ძალებმა   კიევის ჩრდილო-დასავლეთით არ ჩაატარეს შეტევითი ოპერაციები და კიდევ უფრო გააძლიერეს თავდაცვითი პოზიციები.
  • რუსულმა ძალებმა არ ჩაატარეს შეტევითი ოპერაციები ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში და ვერ გადაჭრეს ლოგისტიკური საკითხები.
  • რუსული ძალები განაგრძობდნენ ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესის მიღწევას და მარიუპოლში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას.
  • რუსმა და მარიონეტულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს .
  • რუსეთი წინა ხაზზე დანაკარგების შესავსებად დაბალი მომზადების რეზერვების, მათ შორის საბრძოლო დამხმარე ელემენტებისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქიდან დაბალი მზადყოფნის ქვედანაყოფების განლაგებას აგრძელებს.
  • უკრაინის გენერალურმა შტაბის ცნობით, რუსეთი ცდილობს განახორციელოს პროვოკაცია ბელორუსიის ომში ჩასართავად, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ბელორუსის დასავლეთ უკრაინაში  შეტევა მოხდეს.  

უკრაინის გენერალური შტაბი რუსეთიდან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ აფრთხილებს, რაც გულისხმობს ბელარუსის ომში ჩართვას. 19 მარტს, ბელარუსმა “რთული სამუშაო პირობების გამო” საელჩოს ევაკუაცია მოახდინა მოლდოვაში. 21 მარტს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) იტყობინებოდა, რომ ბელარუსი ჯაშუში დააკავეს, ვოლინის ოლქში, რომელიც უკრაინის პოზიციებსა და აღჭურვილობას ამოწმებდა. 21 მარტს, ბელარუსის სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ბრესტის რეგიონში, უკრაინის საზღვრიდან 7 კილომეტრის დაშორებით ბელარუსის სამხედრო ტექნიკა შენიშნეს.

21 მარტს, უკრაინის გენშტაბმა პირველად განაცხადა, რომ რუსეთი “პირდაპირი საბრძლო ოპერაციებისთვის” იძახებს რეზერვებისტებს ცენტრალური და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებიდან. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის (ГУР) ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში გაწვევის ასაკს 55-დან 65 წლამდე ზრდის. ამას გარდა, აქტიურად იღებენ 18 წლის სტუდენტებსაც.

ГУР-ის ცნობით, სეპარატისტული რეგიონების ძალებში წვევამდელებს 1970-იანი წლების სამხედრო აღჭურვილობას ურიგებენ.

21 მარტს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებს უკრაინაში „აუცილებლად ესაჭიროებათ დაზიანებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეკეთება და აღდგენა“. უკრაინის გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ამცირებს თვითმფრინავების გამოყენებას და მათ უპილოტო საფრენი აპარატებით ანაცვლებს.

სტატიაში, გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ მასალები.

ასევე საინტერესოა

🔷ისრაელის პრემიერი კიევში ჩასვლას გეგმავს

🔷დაკავებულია ФСБ-ს აგენტი, რომელიც ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდა

🔷ომის დაწყებიდან, უკრაინაში 3 780-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, სრულად განადგურდა 651 შენობა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793641344

ახალი ამბები

პროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...

პროკურატურ

1793638172

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...

 ტრამპი ტრამპი

1793635990

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...

ზურაბ პატარაძე

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი