პუტინი ბუნკერში იმალება, მასთან მიახლოების უფლება არავის აქვს, დაცვასაც არ ენდობა - დიქტატორის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება?
რუსეთის პრეზიდენტს ფიზიკური ლიკვიდაციის ეშინია, რის გამოც კრემლში დიდი ხანია არ მისულა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის გადავიდა სპეციალურ დაცულ ბუნკერში.
ამის შესახებ გამოცემა „ფაქტებს“, წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის ინსტიტუტის დირექტორი ილია ნესხოდოვსკი ესაუბრა.
„პუტინის ბუნკერში ყოფნის ვერსია სიმართლეს შეესაბამება. ამ კონტექსტში დიდად საეჭვოა, რომ ის თურქეთში გაფრინდეს. კრემლის ხელმძღვანელს ყველა კონტაქტი შეზღუდული აქვს და ეშინია, რომ მოკლავენ, რადგან ხვდება, რომ ძალიან ბევრი აქვს ჩადებული იმ ომში, რომელსაც აგებს. პუტინს ძალიან, ძალიან ეშინია. ახლა მასთან ყველა საუბარი მხოლოდ ონლაინ ხდება. ის არავის უშვებს მასთან ახლოს“, - განაცხადა ნესხოდოვსკიმ.
მისი თქმით, პუტინი არც საკუთარ დაცვას არ ენდობა.
„ის, რომ ის ყველას თავისგან შორ მანძილზე აჯენს, არ არის კორონავირუსის შიშით გამოწვეული, მას უბრალოდ ეშინია ნებისმიერი მცდელობის, რომელსაც შეიძლება შეეწიროს, ამიტომ არავინ არ უნდა მიუახლოვდეს 10 მეტრის დისტანციაზე... რა თქმა უნდა, ეს ეხება დაცვასაც. შედეგად, დაცვის ზოგიერთი თანამშრომელი პერიოდულად ქრება: გუშინ იყო, დღეს აღარ არის. თუ პუტინი ვიღაცაზე ეჭვს მიიტანს, ის ადამიანი... ქრება“, - ამბობს ნესხოდოვსკი.
მან ასევე განაცხადა, რომ კულუარული ინფორმაციის მიხედვით, ოლიგარქებს სურთ, ყველაფერზე პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრონ და დასავლეთს გადასცენ.
„მაგრამ ამ გეგმამ ჯერჯერობით ვერ პოვა მხარდაჭერა უშიშროების ძალებში, ისინი პუტინის მხარეზე არიან. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ განყოფილებაში საკადრო წმენდა და თანამდებობიდან გათავისუფლებები მოხდა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მან კარგად „კვება“ ისინი. ამავდროულად, ეკონომიკაზე კატასტროფული ზეწოლა ხორციელდება, ამიტომ, ალბათ, რაღაც შეიცვლება“, - ამბობს ნესხოდოვსკი.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან რეალური მოლაპარაკებების დაწყებას კიდევ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში არ აპირებდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...
1793630392
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის
„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...
1793630102
ახალი ამბებინინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ
„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...































