პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 30 წუთში ხელი 34 ათასმა ადამიანმა მოაწერა
პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 30 წუთში ხელი 34 ათასმა ადამიანმა მოაწერა.
პეტიცია, პლატფორმაზე Change.org გავრცელდა და მასში წერია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ვლადიმირ პუტინი დამნაშავეა სახელმწიფო ღალატსა და სამხედრო დანაშაულებში.
„ამ აგრესიის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე ხალხი იღუპება, ინგრევა ინფრასტრუქტურა, ნადგურდება ეკონომიკა. ოპერაციის დეკლარირებული მიზანია სახალხოდ აღიარებული არჩევნებით კანონიერად არჩეული პრეზიდენტისა და მთავრობის გადაყენება. უკრაინის სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება.
გარდა ამისა, გამოუსწორებელი ზიანი დგება და უკვე მიადგა რუსეთის პოზიციებს მსოფლიოში. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება რუსეთს მარგინალ ქვეყნად აქცევს. რუსეთი შეიძლება სამუდამოდ მოწყდეს მსოფლიო ეკონომიკას, მისი მრავალმილიონიანი მოსახლეობა კი სიღარიბისა და ტექნოლოგიური დეგრადაციისთვის გაიწიროს. ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთის ხალხისთვის ზიანის მიყენების მიზანმიმართულ მცდელობად შეიძლება იქნას აღქმული.
მოვითხოვ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროდან დაიწყოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან ვლადიმერ პუტინის გადაყენების პროცედურა რუსეთის კონსტიტუციის 93-ე მუხლის შესაბამისად". - წერია პეტიციაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 „ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა, მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს“ - ნათია ფანჯიკიძე
1795513955
საზოგადოებაარქიმანდრიტი: რაც ხდება, ყველაფერს ამბობს პატრიარქი, მაგრამ ჩვენ არ ვართ კანონმდებლები - ჩვენი მოვალეობაა მოვუწოდოთ სინანულისკენ, არ გვაქვს უფლება, როგორც კომუნისტები მორწმუნეებს კლავდნენ, ჩვენც ასევე ვინც ღმერთის მტერია, ისინი ჩავქოლოთ და ავკრძალოთ
„გულით ლოცვას, სიყვარულით ლოცვას ისმენს ღმერთი და განსაკუთრებით გირჩევთ, ყოველ დილას ვილოცოთ, რომ არ იყოს პოლიგონი, არ იყოს პოლიცია, სხვადასხვა მოსაზრების გამო ერთმანეთი არ შევჭამოთ“, - ამის შესახებ ა...
1795509820
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით
მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...
1795508644
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ერთბაშად და უხეშად ამ სექტორთან შეხება გამოიწვევს პრობლემებს
საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობი...
1795507753
საზოგადოებასგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა,...
1795506520
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს
მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, - განაცხად...


























