„რა უნდა გაეკეთებინა და რისი გაკეთება შეეძლო თავისუფალი სამყაროს ლიდერს“ - რას წერს ექიმი ზურა გურული?
უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურა გურული სოციალურ ქსელში ვრცელ მოსაზრებას აქვეყნებს:
„რა უნდა გაეკეთებინა და რისი გაკეთება შეეძლო თავისუფალი სამყაროს ლიდერს და რატომ არის აღშფოთებული უკრაინის პრეზიდენტი და ყველა წესიერი ადამიანი მთელ მსოფლიოში.
დაზვერვის მონაცემების დაზუსტებისთანავე მოკავშირეებთან ერთად უნდა მოეწვია პრესკონფერენცია და პირდაპირ მიემართა პუტინისათვის:
ჩვენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერები, ვფლობთ უტყუარ ინფორმაციას, რომ რუსეთი ამზადებს სისხლიან, სასტიკ, დაუნდობელ სამხედრო ოპერაციას მთელ უკრაინაზე და მისი ჯარების სამიზნე იქნება უზარმაზარი ქალაქები, დიდი ურბანული ცენტრები. 21-ე საუკუნეში, ევროპის შუაგულში ჩვენ ვერ დავუშვებთ პრეცედენტის შექმნას, რომ უდანაშაულო ქვეყანა, უდანაშაულო, უმწეო ადამიანები, ქალები და ბავშვები განადგურდნენ ბომბებით. განადგურდნენ იმიტომ, რომ მათი მეზობელი ქვეყნის ლიდერს ეს ტერიტორია სჭირდება ბუფერულ ზონად განვითარებულ, დემოკრატიულ ევროპასთან.
ეს არის წინასწარ გამოცხადებული სამხედრო დანაშაულის ჩადენის მცდელობა, რასაც ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ.
დღეიდან ვიწყებთ უმკაცრეს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ნატო-ს შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემები მთლიანად გადაფარავენ უკრაინული მეგაპოლისების ცას.
ეს ოპერაცია იქნება მხოლოდ თავდაცვითი, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ნატო-ს შეიარაღებული ძალები დაიწყებენ სამხედრო წვრთვნებს უკრაინულ არმიასთან ერთად, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება რუსულ-ბელორუსული მანევრები. ნებისმიერი მცდელობა სამხედრო დანაშაულის ჩადენისა, აღიკვეთება დაუნდობლად.
ჩვენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერები, ვხელმძღვანელობთ რა ბუდაპეშტის ხელშეკრულებით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ვართ ვალდებულნი დავიცვათ ქვეყანა, რომელსაც დავათმობინეთ ბირთვული იარაღი და გარანტორად დავდექით მისი საზღვრების უსაფრთხოებისათვის.
ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია და ვიმოქმედებთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.
ჩვენ არ გვსურს ომი და ბოლო წამამდე ღიად დავტოვებთ დიპლომატიურ არხებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად.
ჩვენკენ არის სიმართლე და საერთაშორისო სამართალი.
შეუძლებელი იყო? არანაირად.“ - წერს ზურაბ გურული.
ასევე საინტერესოა:
1791569517
ახალი ამბებიილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...





























