„ბრავო, "ოცნება" გასაგებია, რომ ომში არ უნდა შევვარდეთ, ერთ ლუკმად არ ვეყოფით, მაგრამ ასე ჩირგვებში ჯდომა სირცხვილია“ - ექიმი ქეთი ლობჟანიძე
„ბრავო, "ოცნება", ძალიან ბრავო! გასაგებია, რომ ომში არ უნდა შევვარდეთ, ერთ ლუკმად არ ვეყოფით, მაგრამ ასე ჩირგვებში ჯდომა სირცხვილია, როცა მეგობარი ქვეყანა ომის ცეცხლშია გახვეული და სულს ღაფავს!“- წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში.
„მთელი დღე ველოდი, როდის შეიკრიბებოდა მთავრობა, როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება და იმსჯელებდა მოსალოდნელ საფრთხეებზე, მერე გამოვიდოდა ჟურნალისტებთან ბრიფინგისთვის და ერთიანი ძალით გამოუცხადებდა მხარდაჭერას უკრაინას, მაგრამ არა!
კიდევ კარგი, სალომეს გამოსვლამ და ნაცების ორგანიზებულმა პროტესტმა მოგვწმინდა სირცხვილი, თორემ გამისკდებოდა გული, იუშენკო პირველი ჩამოვიდა თბილისში 2008-ში!
ამ ევროპა-ამერიკისაც კიდევ! რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაარტყა და ეს ომი მოკლე არ აღმოჩნდა, რის მოლოდინიც ჰქონდათ, სანქციებზე საუბარი უკვე დიდი სირცხვილია და ამაზეც კი ვაჭრობენ, გერმანია-იტალიამ, სვიფტს არ შეეხოთო! სერბეთი არ დაინდეს, როცა პოლიტიკურად აწყობდათ!
ზოგმა ისიც კი გაბედა, რომ დამძიმდება სიტუაცია, მიგრანტების ტალღა მოაწვება ევროპასო!
ამ ბედოვლათებმა ჯიჰადისტები შემოუშვეს უკონტროლოდ, უკრაინელები რას დაუშავებენ?!
მეტიც, ფიანდაზები უნდა დაუგონ მათ! დღეს უკრაინა მარტო იცავს უსამართლო და სასტიკ ომში ევროპასაც და საქართველოსაც!
კიდევ კარგი, პრეზიდენტში გაუმართლა, გამძლეობა მას და მის ერს!“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ქეთი ლობჟანიძე.
ასევე საინტერესოა:
🔵 „ჩვენ დავრჩით მარტო საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
1791569517
ახალი ამბებიილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...





























