რამდენნი არიან ისინი, ვინც კლავს, აუპატიურებს და ძარცვავს უკრაინელებს? - თამარა ეიდელმანი

ისტორიკოსი თამარა ეიდელმანი, რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ქალაქ ბუჩაზე, ემოციურ ბლოგს აქვეყნებს:

"როდესაც 1945 წლის აპრილში ბრიტანელი და კანადელი სამხედროები სიკვდილის ბანაკ ბერგენ-ბელზენს მიუახლოვდნენ, იმ ბანაკს, სადაც რამდენიმე თვით ადრე ანა ფრანკი დაიღუპა - ჯარისკაცები ნანახით იმდენად შოკირებულები იყვნენ, რომ ზედამხედველებს ცეცხლი გაუხსნეს. მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა სხვა გათავისუფლებულ ბანაკებშიც. იმ დროს ზოგადად არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ აუცილებელი იყო SS-ის ყველა წევრის განადგურება, მეტიც, ნაცისტური პარტიის ყველა წევრის განადგურებაც კი.

ნაცისტური არაადამიანურობის სიმბოლოდ იქცა ილზა კოჰი, რომელიც პატიმრების კანისაგან აბაჟურებს ამზადებდა.

ცხადია, რომ ნორმალური ადამიანი ასე არ მოიქცევა. ილზა კოხი შეურაცხადად არ მიიჩნიეს - ის გაასამართლეს და ორჯერაც კი. პირველად, ბრალის დასადგენად მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ 1949 წელს დაახლოებით 200-მა ადამიანმა დაადასტურა ის, თუ რას სჩადიოდა იგი ბუჰენვალდში. 1951 წელს ილზა კოხს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ილზა და კარლ კოხის ვაჟმა ომის შემდეგ თავი მოიკლა, ვერ გაუძლო რა საშინელებას და სირცხვილს. მეორე ვაჟი, რომელიც ქალმა ციხეში უცნობი კაცისაგან გააჩინა, დედას ჩამოართვეს. მოზარდი 19 წლის იყო, როდესაც ნამდვილი დედის ვინაობა შეიტყო და მას რეგულარულად ხვდებოდა. 1967 წელს ილზა კოხმა თავი ჩამოიხრჩო საკანში - მოგვიანებით შვილი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დედა არ იყო ისეთი ურჩხული, როგორადაც მას მთელი სამყარო მიიჩნევდა. თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ.

მაგრამ ხომ არსებობს მედლის მეორე მხარეც. შოკი, რომელიც ადამიანებმა განიცადეს, როდესაც შეიტყვეს ილზა კოხის და მისნაირთა შესახებ, შვებანარევი იყო. ყველაფერი ცხადი გახდა - ნაცისტურ სისასტიკეებს შეურაცხადთა, სადისტთა და გარყვნილთა ჯგუფი სჩადიოდა.

მაგრამ, საქმეც ის არის, რომ - არა.

ადამიანის კანისაგან აბაჟურებს ყოველი მეორე ნაცისტი არ აკეთებდა. ჰანა არენდტი „ბოროტების ბანალურობის“ შესახებ მსჯელობისას, ცალკე გამოყოფდა იმ ფაქტს, რომ ზონდერჯგუფებში საერთოდაც ცდილობნენ არ აეყვანათ ისინი, ვისაც მკვლელობა სიამოვნებას ანიჭებდა. ცხადი იყო, რომ ასეთი ადამიანები რთულად სამართავები იყვნენ. მონდომებულები სჭირდებოდათ. „ნორმალური ადამიანები“.

უკრაინაში რუსეთის არმიის არაადამიანური ქცევის შესახებ ცნობები, რაც ბოლო დღეებში გაჩნდა, უკვე იმდენად შემაშფოთებელია, რომ ყოველ ჯერზე ფიქრობ - უარესი რაღა უნდა მოხდეს. რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე მარიუპოლის დაბომბილი სამშობიაროა? ვიდრე ბომბები, რომლებიც დაუშინეს შენობას, რომლის წინაც იყო წარწერა „ბავშვები“? აღმოჩნდა რომ შეიძლება და ეს არის ბუჩა... ვინ შეიძლება იყოს ამის ჩამდენი?

პირველი რაც თავში გაგიელვებს სიტყვებია - სადისტები, არანორმალურები. მაგრამ ამდენი არანორმალურიც ბევრი ხომ არ არის? რამდენნი არიან ისინი, ვინც კლავს, აუპატიურებს და ძარცვავს უკრაინელებს? და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც სატელეფონო საუბრების მიხედვით, სულმოუთქმელად ელიან როდის ჩავა მათთან ოქროს სამკაულების და ტელეფონების ნადავლი? ყველა მათგანი არანორმალურია?

როგორც ჩანს, ყველა ჩვენგანში ცხოვრობს პირველყოფილი მიდრეკილება ძალადობისადმი. ცივილიზაციის სიო მხოლოდ აფერხებს მის გამოვლენას, და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ცივილიზებულობა აღზრდას და განათლებას არ უდრის. რა შესანიშნავი იქნებოდა, უნივერსიტეტის დიპლომს ადამიანისთვის ბოროტების ჩადენა რომ აეკრძალა... მაგრამ, ცივილიზაცია ამ შემთხვევაში - რაღაც ბევრად უფრო მყიფე და რთულად შესაქმნელი - არის პატივისცემა ადამიანის სიცოცხლისადმი, ადამიანისადმი, მის ყველა გამოვლინებაში.

აი აქ კი, ძალიან გვიჭირს. და საქმე მხოლოდ პუტინსა და მის პროპაგანდაში არ არის. ოჯახური ძალადობა - ცხოვრების ნორმაა. აგრესიულობა და პიროვნების დათრგუნვა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ბაგა-ბაღებიდან უნივერსიტეტებამდე - ჩვეულებრივი ამბავია. განუკითხაობა და ჩაგვრა ჯარში. პრივატულობის არარსებობა ყველა სიტუაციაში. ძალის კულტი. საზოგადოების და კულტურის მილიტარიზაცია. ჰომოფობია. ინვალიდების გარიყვა. ზიზღი მიგრანტების მიმართ... და კიდევ რამდენი რამის დამატება შეიძლება ამ სიაში?

და ეს ნოყიერი ნიადაგია, რომელიც გასმენინებს ისტორიებს რადიოაქტიური ფერფლისა და უკრაინელი ნაცისტების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს ყველაზე შემაძრწუნებელი და პრიმიტიული ინსტიქტების გარეთ გამოფრქვევას.

მათ, ვინც ბუჩაში დანაშაულები ჩაიდინა, გაასამართლებენ. მაგრამ არის კიდევ ერთი ამოცანა - გათავისუფლება ამ ნიადაგისაგან, აგრესიისა და სიძულვლილის იმ ატმოსფეროსაგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია გაბატონებული და მყარდება არამხოლოდ პუტინის პროპაგანდისტების ძალისხმევით, არამედ ჩვენი მცდელობებითაც.

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ: საბოლოოდ გაირკვევა, რომ იმათ გვერდზე, ვინც ბუჩაში ძარცვავდა და აუპატიურებდა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ეს არ გაუკეთებია. ინსტინქტები, ინსტიქტებად, მაგრამ პერსონალური არჩევანი ჯერ არავის გაუუქმებია",-წერს ისტორიკოსი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵დაღუპულია 23 მშვიდობიანი მოქალაქე - რამდენიმე საათის წინ ხარკოვი ისევ დაბომბეს

🔵20-მდე პირს შორის დაპირისპირების შედეგად, ორი ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის ფაქტზე, თბილისში 5 პირი დააკავეს

🔵რომის პაპი უკრაინაში ვიზიტისთვის მზადყოფნას აცხადებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე