20-მდე პირს შორის დაპირისპირების შედეგად, ორი ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის ფაქტზე, თბილისში 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარი ორი პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 5 პირი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
მათივე ინფორმაციით, პოლიციამ 1987 წელს დაბადებული კ. მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი დაკავებულია 1971 წელს დაბადებული გ.ქ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული გ. გ. 1991 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გ. პ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავების ღონისძიებებს. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში დაახლოებით 20-მდე პირს შორის წარმოიშვა სიტყვიერი კამათი. მოგვიანებით კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა 1971 წელს დაბადებული კ.ქ., ხოლო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ გარდაიცვალა კიდევ ერთი პირი - 1970 წელს დაბადებული ვ.გ. დაპირისპირების დროს, სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ოთხმა პირმა: 1989 წელს დაბადებული ო.ბ., 1971 წელს დაბადებული დ.ც., 1962 წელს დაბადებული ხ.ც., 1989 წელს დაბადებული მ.მ., ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”
ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108 -ე მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის 7-ე ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინის საზღვართან მდებარე რუსული ქალაქიდან კვლავ აფეთქებების შესახებ იტყობინებიან
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























