რუსებმა უკრაინიდან 40 ათასი ადამიანი გაიტაცეს - უკრაინის მთავრობა
უკრაინის ვიცეპრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 40 000 უკრაინელი გაიტაცეს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში გადაიყვანეს.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით რუსეთი ქმნის ცრუ ჰუმანიტარულ დერეფნებს და ცდილობს შეადგინოს ე.წ "საევაკუაციო მარშრუტები" მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასაყვანად. ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსები ამ გეგმას იყენებენ მარიუპოლში.
„ოკუპანტები ცინიკურად იტაცებს ათასობით უკრაინელს ომის ზონიდან ან დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მიჰყავს ისინი უცხო მიმართულებით - ცრუ ჰუმანიტარული კორიდორების მიმდებარედ, რომლებსაც უკრაინასთან შეუთანხმებლად ქმნის.
მოსალოდნელია, რომ ქალაქის მოსახლეობის ძირითად ნაწილს არ სურს აგრესორის ტერიტორიაზე „თავის შეფარება“. შედეგად, რუსი სამხედროებს ძალის გამოყენებით მიჰყავთ მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიების შუაგულში ან თავად რუსეთში. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ათობით ათასი უკრაინელის ამგვარ იძულებით გადასახლებაზე“, - აცხადებს ვერეშჩუკი.
ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსული ძალები მსგავსი სქემით კიევის რეგიონიდან ცდილობენ ხალხი ბელარუსში ძალით გადაიყვანონ.
ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი არღვევს ჟენევის კონვენციას და უკრაინამ არალეგალური დერეფნების შესახებ უკვე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
„ჩვენ მუდმივად და ხმამაღლა ვატყობინებთ საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს, რომ აღნიშნული დერეფნები არალეგალურია და არაა ჩვენთან შეთანხმებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე მხარეს - ისევე როგორც დონეცკისა და ლუგანსკის სიახლოვეს, იძულებითი მიგრანტები სპეციალურ ფილტრაციის ბანაკში გადაჰყავთ, რაც არღვევს ჟენევის კონვენციას“ - აცხადებს ირინა ვერეშჩუკი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რუსეთში საკონცერტო ტურნეზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა - ჯგუფი "მგზავრები"
1794231446
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთთან გვაქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, არსებობს უფრო ამბიციური გეგმებიც, მათ შორის, შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით
ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მოწვევით ჩინეთში ჩვენი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თ...
1794230350
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია, მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძ...
1794229751
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1794229490
ახალი ამბებიფაბრიციო რომანო: ალისონ ბეკერმა, შესაძლოა, სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა, ალისონ ბეკერმა სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს. საკუთარ YouTube არხზე საუბრისას ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული შანსი, მიმდინარე სეზონი ბრაზი...
1794229413
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლია...































