"რუსებმა ვერც მეორე ფაზა დაიწყეს ისე, როგორც ეს მათ სურდათ, პრაქტიკულად ვერცერთ მიმართულებაზე ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი და მასშტაბური გარღვევის განხორციელება, თუმცა აქვთ გარკვეული მცირე წინსვლები"

ფეისბუკგვერდი "War military - ანალიტიკა" სოციალურ ქსელში უკრაინაში რუსების თავდასხმიდან, ომის ორი თვის თავს აჯამებს და ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"ახლა მიმოვიხილოთ, თუ რა ვითარებაა უკრაინის აქტიურ ფრონტებზე, თუმცა სანამ უშუალოდ მიმოხილვას დავიწყებთ, ვიტყვი იმას, რომ განსხვავებით საომარი მოქმედებების პირველი ფაზიდან, რომელიც უკრაინის სიღრმეებში ვითარდებოდა, საკვანძო მაგისტრალების გავლით, რაც საშუალებას ტოვებდა, მტრის ზურგში აღმოჩენილიყო უკრაინული ძალები და მოსახლეობა, შესაბამისად ღია წყაროებიდან მეტი ინფორმაცია მოგვდიოდა და ანალიზის გაკეთებაც შედარებით მარტივი იყო.

ახლა შეტაკებები ვითარდება გაშლილ ფრონტის ხაზებზე, სადაც, ძირითად შემთხვევაში, ზურგში მოწინააღმდეგე მხარეებს, თავისი ქვედანაყოფები ყავთ, აქედან გამომდინარე ნაკლებად ჟონავს კადრები, თუ კონკრეტულად რა ტერიტორიებზე, რა ინტენსივობით და რა ძალებით ვითარდება შეტევები.

მიუხედავად ამისა, ზოგადი ფონის წარმოსადგენად საკმარისი ინფორმაცია ჟონავს, რაც გარკვეული დღეების შუალედის შემდეგ, შედარებით ზუსტ რეალობას ასახავს.

მაშ ასე, ამ ეტაპზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს  (ვგულისხმობ სახმელეთო-სამანევრო შეტევას და არა, მხოლოდ არტილერიის მოქმედებას ან ავიაციის მოქმედებას):

ქალაქ ხარკოვთან,

ხარკოვის ოლქის სამხრეთში,

ლუგანსკის ოლქში,

დონეცკის ოლქში,

განცალკევებულად მარიუპოლში,

ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქში.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ქალაქი ხარკოვი - ხარკოვის გარშემო, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინული ძალების შებოჭვის ოპერაციებს,

პარალელურად კი გრძელდება ხარკოვის სიახლოვეს რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური Iskander-ის ტიპის სარაკეტო სისტემების მობილიზება.

ამავდროულად, გრძელდება რუსული არტილერიის მუშაობა ხარკოვის გარეუბნებში, აღმოსავლეთ მიმართულებით,  ზოლოჩივის, ჩუგუგუევის და მალინივკას დასახლებებში.

საპასუხოდ, ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რის შედეგადაც 4 დასახლება გაათავისუფლეს და კიდევ უფრო მიუახლოვდნენ რუსეთის საზღვარს.

ხარკოვის ოლქის სამხრეთი - იზიუმის რაიონის სამხრეთით რუსები ავითარებენ 2 შეტევით მიმართულებას, პირველი ეს არის იზიუმიდან სამხრეთ-დასავლეთით ბარვინკოვეს და სამხრეთით სლავიანსკის მიმართულები (რუსები ცდილობენ სლავიანსკის სრულ ან ოპერატიულ ალყაში მოქცევას).

ბრავინკოვესკენ, ნოვა დმიტრივკასთან რუსების შეტევითი ოპერაცია შეაჩერეს უკრაინლებმა, ხოლო სლავიანსკისკენ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს რუსებმა, კერძოდ, სადაზვერვო ჯგუფებმა წარმატებით შეძლეს დიბრივნესა და კორულკას გვერდის ავლით პაშკოვეს დასახლებამდე გასვლა, რითაც დაახლოებით 9 კმ-მდე მანძილზე მიუახლოვდნენ სლავიანსკის მომარაგების მთავარ სარკინიგზო მაგისტრალს.

ადგილზე ახლა გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს, რათა რუსებმა ვერ შეძლონ მომარაგების კვანძის ხელში ჩაგდება.

ამავდროულად, იზიუმი აღმოსავლეთით რუსებმა შეძლეს ლოზოვეს დასახლების დაკავება, რაც ზრდის საფრთხეებს სლავიანსკისკენ შეტევა დაიწყოს ქალაქის ჩრდილოეთ მიმართულებიდანაც.

ლუგანსკის ოლქი - სლავიანსკისკენ შეტევითი ოპერაცია გრძელდება ლუგანსკის ოლქიდანაც.

კერძოდ, სლავიანსკიდან აღმოსავლეთით ქალაქ კრემინას აღების შემდეგ, რუსებმა დაიწყეს შეტევა ქალაქ ლიმანის მიმართულებით, ინტენსიური შეტაკებები შედეგად რუსების წინსვლა შეჩერებულია, თუმცა მათ შეძლეს ქალაქ ზარიჩნიეს აღება, რაც მომავალი შეტევისათვის პლაცდარმს წარმოადგენს.

ლუგანსკის ოლქში მასირებული იერიშები გრძელდება ქალაქ რუბიჟნოეს, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის და პოპასნას მიმართულებითაც, სადაც მცირე წარმატებეებით რუსები აგრძელეებენ ქალაქების გარეუბნებში ან მიმდებარე მცირე დასახლებებში შეტევებს და ურბანული ზონების განადგურებას.

დონეცკის ოლქი - რუსული ძალები, წარუმატებლად ცდილობენ, შეტევითი ოპერაციის წარმართვას დონეცკის ოლქის ავდიივკას, პისკის და მარინკას დასახლებების მიმართულებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის ოპერატიული ძალები აგრძელებენ მედგარ წინააღმდეგობას.

ზაპოროჟიეს ოლქი - შეტევის მეორე ფაზის დაწყება განსაკუთრებით საგრძნობია ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც რუსები ავითარებენ 2 შეტევით მიმართულებას. პირველი, ეს არის ზაპოროჟიეს ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გულიაპოლისკენ და მეორე თავად ქალაქ ხარკოვის მიმართულებით, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ რუსული ძალების დაგროვება მიმდინარეობს, განსხვავებით გულიაპოლისკენ, სადაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედბები შეინიშნება.

სავარაუდოდ, რუსები ცდილობენ ერთი მხრივ დონეცკის მიმართულებიდან და მეორეს მხრივ გულიაპოლის მიმართულებით დაწყებული შეტევებით, დონეცკის უკრაინილი ძალების ალყაში მოქცევას, ხოლო ქალაქ ზაპოროჟიესთან ძალების დაგროვებით ბოჭავენ ქალაქში გამაგრებულ მნიშვნელოვან უკრაინულ ძალებს.

ხერსონის ოლქი - ხერსონის ოლქის უკიდურესი დასავლეთით, მიკოლაევისკენ საბრძოლო ინიციატივა უკრაინილი ჯარის ხელშია, მათ გასულ 24 საათში შეძლეს რუსული ძალების განდევნა 8 დასახლებიდან, რითაც კიდევ უფრო მიუახლოვდნენ სახმელეთო გზით ჩერნობაევკას, სადაც რუსები არიან გამაგრებული, თუმცა ინტენსიურად ხდება მათი დამუშავება უკრიანული მძიმე არტილერიის მიერ.

რაც შეეხება ხერსონის ოლქის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთს, როგორც უკრაინული დაზვერვა აცხადებს, კრივოი-როგის მიმართულებით რუსებმა მძლავრ და მრავალრიცხოვან დაჯგუფებას მოუყარეს თავი და აპირებენ ქალაქზე შეტევის დაწყებას.

მარიუპოლი - ქალაქში კვლავ უკიდურესი ვითარებაა, გრძელდება აზოვსტალის ტერიტორიის დაბომბვები, სავარაუდოდ რუსები აპირებენ მასზე ხელახალი სამხმელეთო ოპერაციის დაწყებას, თუმცა გმირი ქალაქის დამცველები მედგრად დგანან და აგრძელებენ ბრძოლას.

უკრიანული მხარე ითხოვს მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციას და ამისათვის რუსულ მხარეს მარიუპოლის ტერიტორიაზე სთავაზობს მოლაპარაკებების გამართვას, პარალელურად კი, ზელენსკიმ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები, სადაც განიხილეს მარიუპოლიდან თურქული სამხედრო ხომალდების დახმარებით მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა.

რამდენიმე წუთის წინ, რუსეთი თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეს ღამის 2 საათამდე აზოვსტალის ბუნკერებიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით უსაფრთხოდ გასვლა, თუმცა როგორი სანდოა რუსეთის მსგავსი დაპირებები, უკვე არაერთხელ ვნახეთ.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევის მეორე ფაზაში - ბრძოლა დონბასისთვის-  რუსებმა გადაწყვიტეს არა მთელ ფრონტზე მასირებული შეტევითი მოქმედებების ჩატარება, არამედ უკრაინულ თავდაცვაში ნაკლებად დაცული ხვრელების პოვნა და ადგილზე გარღვევებით, დონბასის ურკაინული ძალების ზონებად დაყოფა და ამ ზონების გამოსაკეტად განცალკევებული ალყების შეკვრა.

რა თქმა უნდა უკრაინელები ხვდებიან აღნიშნულს, სწორედ ამიტომ გარკვეული ზონებიდან ტაქტიკურ უკან დახვევებს და გადაჯგუფებებს ახორციელებენ, შემდეგ კი, რუსული შეტევის მოგერიებას კონტრშეტევით პასუხობენ.

ამავდროულად, ახლა არის ეტაპი, როდესაც უკრაინული საბრძოლო მარაგები უკვე დეფიციტს განიცდის და სანამ მათი მასიური შევსება და ჩანაცვლება მოხდება დასავლეთიდან მიღებული შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინლები ამჯობინებენ ნაკლებად გამართონ კონტაქტური დაპირისპირებები და არტილერიით იმუშაონ ძირითადად მიზნობრივად.

რუსებმა ვერც მეორე ფაზა დაიწყეს ისე, როგორც ეს მათ სურდათ, პრაქტიკულად ვერცერთ მიმართულებაზე ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი და მასშტაბური გარღვევის განხორციელება, თუმცა აქვთ გარკვეული მცირე წინსვლები.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დასავლურ შეიარაღებაზე და მათ რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებაზე, რაც უკრაინელებს ფრონტზე მისცემს მნიშვნელოვან საცეცხლე უპირატესობას, როგორც სიზუსტის ისე მოქმედების სიშორის მხრივ.

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!

დიდება გმირებს!"

წყარო:  ფეისბუკგვერდი world military - ანალიტიკა

ასევე დაგაინტერესებთ:

📍აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა წარადგინა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783017203

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ, რომ ევროკავშირში თუ შევალთ ვიქნებით ყურმოჭრილი მონები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლეს...

გურამ მაჭარაშვილი

1783015910

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან - გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის

პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლა...

გურამ მაჭარაშვილი

1783015055

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია. მთავრ...

ირაკლი კობახიძე

1783014373

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უკრაინასთან გამართა და 75:92 დამარცხდა. ამ მატჩის მნიშვნელობაზე ბევრი დაიწერა, ერთსაც დავამატებთ – მსოფლიო ჩემპიონატის შეს...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

1783012826

საზოგადოება

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა. მინი...

ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი