„რუსეთის პრეზიდენტმა ოჯახის წევრები ციმბირში, მაღალ დონეზე მოწყობილ მიწისქვეშა თავშესაფარში გადამალა“ - ვალერი სოლოვეი
რუსი პოლიტოლოგი ვალერი სოლოვეის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ოჯახის წევრები ციმბირში, მაღალ დონეზე მოწყობილ მიწისქვეშა თავშესაფარში გადამალა.
მისი მტკიცებით, კრემლის ყველაზე „ძლევამოსილი კაცის“ ოჯახი ციმბირის „მიწისქვეშა ქალაქში“ არიან გადაყვანილები, რომელიც ისეა აგებული, რომ მას ადამიანის დაცვა ბირთვული ომისგანაც კი შეუძლია.
სოლოვეის თქმით, მას შემდეგ რაც პუტინმა დაინახა, რომ რუს ჯარისკაცებს უკრაინელები ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ, გადაწყვიტა მისი ოჯახის წევრების თავშესაფარში გადაყვანა.
რუსეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის სოლოვეი ითვლება შეთქმულების თეორეტიკოსად, მაგრამ უმეტესობა მას პატივცემულ მეცნიერად მიიჩნევს. ის იყო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) პროფესორი. - წერს ბერძნული მედია.
მისი განცხადებით, პუტინის ოჯახი მაღალტექნოლოგიურ ბირთვულ თავშესაფარშია დამალული, რომელიც, ბრიტანული გაზეთის ცნობით, ალტაის მთებში მდებარეობს.
შაბათ-კვირას პრეზიდენტ პუტინის ოჯახი თავშესაფარში გადაიყვანეს, ამბობს რუსი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია მან კონფიდენციალური წყაროებიდან მიიღო.
რუსი პოლიტოლოგი არ ასახელებს პუტინის ოჯახის წევრებს, რომლებიც თითქოს თავშესაფარში იმალებიან, თუმცა მანამდე მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიტმულ ტანვარჯიშში ოქროს მედალოსანი ალინა კაბაევა რუსეთის პრეზიდენტის ამჟამინდელი მეუღლეა.
გავრცელებული ინფორმაციით, "მიწისქვეშა ქალაქი " ენერგეტიკულმა გიგანტმა გაზპრომმა დაახლოებით ათი წლის წინ ააშენა.
ასევე საინტერესოა
🔵 „მტერი ძალას იკრებს დედაქალაქს უახლოვდება, ღამით მათ თეთრ ეკლესიას ესროლეს“ - კიევის მერი
1791736485
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა
„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1791733324
ახალი ამბებიპრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...































