„შემირცხვენია ყველა ახალგაზრდა ქართველი, რომელიც რუსეთს ეტრფის, რუსს ელოლიავება, რუსებს ნატრობს!“
შემირცხვენია ყველა ახალგაზრდა ქართველი , რომელიც რუსეთს ეტრფის, რუსს ელოლიავება, რუსებს ნატრობს! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი წერს.
„თურმე პუტინზე და რუსებზე აუგი არ უნდა ვთქვათ, რადგან რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათ “ცეცხლს წაუკიდებენო”…
- უკაცრავად და 2008-ში რუსეთი ცეცხლს, რომ გვიკიდებდა მაშინ სად იყვნენ ის რუსეთში მცხოვრები ქართველები? მეტსაც გეტყვით რუსეთში მცხოვრები ქართველების შთამომავლობა რუსის ჯარში მსახურობს, იმ ჯარში რომელიც ქართველებს ხოცავდა, იმ ჯარში რომელიც საქართველოს ტერიტორიებს რუსეთისთვის იპყრობს… თუ “ცეცხლის წაკიდებაზე” მიდგა საქმე იმაშიდაც დარწმუნებულები იყავით, რომ რუსულ ძალოვანებში მომსახურე ქართველები იქნებიან ვინც პირველები გაკრავენ ასანთს…
უკაცრავად და მხოლოდ რუსეთში ცხოვრობენ ქართველები? გასაგებია, რომ ბევრნი არიან, მაგრამ ერთი მაგდენი დასავლეთში (ევროპა ამერიკაშიც) ცხოვრობენ და რა ვქნათ ახლა აშშ და ევროპა არ გავაკრიტიკოთ? ისა და უკრაინაში ქართველები არ არიან?
ამის წინ დავწერე და ისევ ვიმეორებ, შემირცხვენია ყველა ახალგაზრდა ქართველი , რომელიც რუსეთს ეტრფის, რუსს ელოლიავება, რუსებს ნატრობს! ეს ღალატის ტოლფასია!“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.
ასევე წაიკითხეთ:
🔵 უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ რუსი სამხედროები კიევის ოლქში შევიდნენ
🔵 რუსულ საფონდო ბირჟაზე რეკორდული ვარდნაა - კომპანიებმა 250 მილიარდი დოლარით იზარალეს
🔵 უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს - უკრაინული მედია
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































