რუსულ საფონდო ბირჟაზე რეკორდული ვარდნაა - კომპანიებმა 250 მილიარდი დოლარით იზარალეს

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა მოჰყვა. ქვეყნის მთავარი Moex-ის ინდექსი დღეს 29%-ით დაეცა. შემცირებულია ყველა მსხვილი კომპანიის აქციების ფასი. Bloomberg-ის მონაცემებით, მთლიანობაში საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 250 მილიარდი დოლარით იკლო, რაც რუსული საფონდო ბაზრის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.

Gazprom-ის აქციები დღეს 41%-ით; Lukoil-ის 20%-ით; VTB-ის 35%-ით; Yandex-ის 26%-ით; Magnit-ის 30%-ით; Sberbank-ის 39%-ით დაეცა.

პარალელურად, ისტორიულ მინიმუმზეა რუსული რუბლის ღირებულება. ამ დროისთვის ერთი დოლარი 84 რუბლი ღირს, რაც 3%-იანი გაუფასურებაა.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა; ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს შეწყვეტს.

აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ, დღესვე ბორის ჯონსონმა NATO-ს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა. 

წყარო: bm.ge

ასევე საინტერესოა:

🔵უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს - უკრაინული მედია

🔵 ბევრი ბერძენი ჩადგა უკრაინის საზღვრის დაცვაში "ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად იბრძოლონ" - ამბობს უკრაინელი ოფიცერი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793881402

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელ...

საქართველოს პრეზიდენტი

1793880899

ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს....

იუსტიციის სამინისტრო

1793879449

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: რევოლუციისთვის, პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ - ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და მათი მიდგომა

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს „სამარცხვინო“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ანგარიშში ბევრი უზუსტობაა და მიუღებელია, როდესაც „მოლოტოვის...

ირაკლი ზარქუა

1793878619

საზოგადოება

„შეიძინა და გასაღების მიზნით ინახავდა 13 400 დოლარის ნომინალური ღირებულების ყალბ კუპიურებს, რომლებიც 6000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღა“ - უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქ...

პროკურატურა

1793877443

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ უხამსობა საჯარო სივრცეში მიუღებელია, ეს ყველამ იცის, ყველა ადამიანი საკუთარ ქცევაზეა პასუხისმგებელი, ასე რომ თუკი ვინმეს მიმართ გამოიყენება ზომები უხამსობისთვის, ეს მათი ქცევის გამოა

„ის ჩემს გამო არ არის ციხეში, ის არის თავისი უხამსობის გამო“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „არ გეუხერხულებათ, რომ თქვენ გამო ჟურნალისტი ერთი თვეა ციხეშ...

შალვა პაპუაშვილ