ზელენსკის მიმართვა: სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს შეიარაღების მხოლოდ 1%-ია, ველოდებით უკვე 31 დღეა

სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს შეიარაღების მხოლოდ 1%-ია, ველოდებით უკვე 31 დღეა, - ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„თავისუფალი ქვეყნის თავისუფალო მოქალაქეებო! თავისუფალი სლავოტიჩი, რომელიც დღეს დამპყრობლებს არ დანებდა, ქუჩაში შეკრებილი ათასობით ადამიანი მტერს ერთი რაღაცისკენ მოუწოდებდა - წადით სახლში, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიარული. სლავოტიჩში შესულ ოკუპანტებს ზუსტად ისეთივე რეაქცია დახვდათ, როგორც სხვა დანარჩენ ქალაქებში. უკრაინა ერთიანია ერთი იდეის ირგვლივ და ეს არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და საკუთარი ოცნება და არა ავადმყოფი მტრის.“, - ამბობს ზელენსლკი.

მისი თქმით, დღემდე, სადაც მტერი შევიდა, სადაც კი მოქალაქეების გატეხა სცადა, ყველგან დახვდათ ერთი პოზიცია - ნახულობენ რომ უკრაინა ერთიანია და მას აქვს ისტორიული ფესვები და მორალური მტკიცებულება რომ უკრაინა უკრაინელებისაა. ოკუპანტებს ვერაფერი უშველის, რაც არ უნდა ქნან.

„ჩვენი ტელევიზიების გათიშვა და პროპაგანდით სავსე რუსული არხების ჩართვა, ასევე გრივნას ამოძირკვა და რუბლის დარიგება, ამას თვითონ რუსები ჩათვლიან მალე უაზრობად. ასევე, არ უშველით 1-2 ადგილობრივის მოსყიდვა იმის განსასახიერებლად, თითქოს უმრავლესობას წარმოადგენენ. 
რუს სამხედროებს ელოდებათ მხოლოდ სიძულვილი და წყევლა. ბოლოს კი, ჩვენ სამხედროებიც მიხედავენ.

ჩვენი გლეხები ტყვედ იყვანენ რუს მფრინავებს, ასევე ჩვენი ტრაქტორისტების ჯარი- ჩვენი ფერმერები, ტრაქტორებით იპარავენ მტრის ტექნიკას და ჩვენს სამხედროებს  აძლევენ. ასევე, უახლეს ტექნიკას, რომელსაც მტერი დიდხანს ასაიდუმლოებდა. ამ ტექნიკას ოკუპანტები ტოვებენ და თვითონ გარბიან. პრინციპში, სწორადაც იქცევიან. უკეთესია აქედან გაიქცნენ, ვიდრე აქ მოკვდნენ. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს და არც იარსებებს.“, - აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტის თქმით, მტერს მედგრად ებრძვიან ჩვენი შეიარაღებული ძალები, თითოეული ჯარისკაცი და ეროვნული გვარდია, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს. მადლობელი ვარ თითოეული წევრის, სამშობლოს დასაცავად გაღებული თავდადებისთვის. დღეს დავაჯილდოვე ეროვნული გვარდიის წევრები გმირების ორდენით.  ომის დაწყების დღიდან, ეროვნული გვარდიის 476 წევრი დაჯილდოვდა უკრაინის უმაღლესი ჯილდოთი.

„დღეს ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას. დიდი მადლობა გადავუხადე მას იმ ადამიანების თანამდგომისთვის, ვინც ომის პერიოდში თავშესაფარი პოლონეთში იპოვა. ასევე, ჩვენი ქვეყნის საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპის უსაფრთხოების დაცვასთან თანადგომაში.

ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ევროპული უსაფრთხოების ფასი ის თვითმფრინავები და ტანკებია, რომლებიც უკრაინას სჭირდება და ეს სამხედრო აღჭურვილობა აქვს ჩვენს პარტნიორებს, რომელსაც უბრალოდ მტვერი ჭამს. ეს ტექნიკა უნდა მოგვცენ ჩვენ არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპულის უსაფრთხოების გადასარჩენად და დასაცავად.

ევროპის კონტინენტზე არავის არ უნდა გაუხარდეს თუ მორიგი დაპირისპირება რუს ოკუპანტებთან, მოხდება ბალტიისპირეთში, პოლონეთში და სლოვაკეთში და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს  თვითმფრინავებისა და ტანკების მეასედს წარმოადგენს.

ჩვენ ვითხოვეთ მხოლოდ 1%, მეტი არც გვჭირდება. ამ სამხედრო დახმარებას ველოდებით უკვე 31 დღეა. ვინ კარნახობს ევროატლანტიკურ საზოგადოებას, ნუთუ მოსკოვი თავისი ქმედებებით?! ევროატლანტიკურმა კავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გაააქტიუროს უკრაინის დახმარება. ზუსტად ამ შეთანხმებას მივაღწიეთ ჩვენ კიევში, სამი ქვეყნის პრემიერმინისტრთან და მათ შორის ბატონ კაჩინსკისთან. ეს მოხდა მარტის შუა რიცხვებში.

დღეს პოლონეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, მარიუპოლის მცველებს დავუკავშირდი, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ. მათი გმირობა, თავდადება და მედგარი ბრძოლა შთამაგონებს. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. ნეტავ მათი სიმამაცის 1% მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც 1 თვეა ფიქრობენ, როგორ გადმოგვცენ ტანკები და თვითმფრინავები.

სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს რუსულ ენაზე ვესაუბრე და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინაში ენასთან დაკავშირებული პრობლემა არასოდეს ყოფილა. და თუ თქვენ რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ ენის ბარიერთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ამას მხოლოდ თქვენ ქმნით და იმ რუსულენოვან უკრაინელებსაც აიძულებთ უარი თქვან რუსულ ენაზე. 
იმიტომ რომ რუსული ენა ასოცირებული იქნება მხოლოდ თქვენთან, თქვენს აგრესიასთან, დაბომბვებთან და მკვლელობებთან. ასევე თქვენს სამხედრო დანაშაულებთან.

თქვენ ჩვენს მოქალაქეებს ადეპორტებთ, წამლავთ ჩვენს მასწავლებლებს, აიძულებთ გაიმეორონ თქვენი პროპაგანდისტების მესიჯები, იტაცებთ ჩვენს აქტივისტებსა და მერებს, ამონტაჟებთ ბილბორდებს წარწერით - არ შეგეშინდეთ რუსული ენის. და ამ ყველაფერს აკეთებთ იქ, სადაც რუსული და უკრაინული ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ეს ის ქალაქებია, რომლებსაც ანადგურებთ. რუსეთი თავად აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში დერუსიფიკაცია მოხდეს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულება რუსეთის თვითმკვლელი პოლიტიკის.

ჩვენი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ამერიკელ კოლეგებს შეხვდნენ. მოლაპარაკებებს შეუერთდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. როგორც შემატყობინეს საუბარი შეეხო სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან იმ საკითხებს, რომლებსაც მე ყოველდღიურად ვაჟღერებ, სანამ დასავლეთში პინკ-პონკს თამაშობენ, რომელი გაგვიწევს სამხედრო დახმარებას.

უკრაინელებს არ შეუძლიათ იარაღით ჩამოაგდონ თვითმფრინავები, ხოლო მარიუპოლი ტანკების გარეშე დაიხსნან ალყიდან. ამის შესახებ იცის თითოეულმა უკრაინელმა ჯარისკაცმა, ასევე იციან ევროპაშიც და ამერიკაშიც, თუმცა მალე უნდა გაიაზრონ.

ჩვენდა საბედნიეროდ ხელში ჩავიგდეთ რამდენიმე რუსული ტანკი.  უკრაინის პოზიცია უნდა მოისმინონ მთელ მსოფლიოში რადგან ამ პოზიციას ეთანხმება ევროპის თითოეული მოქალაქე. თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა, ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს გაეცნოს. თუ არ გინდათ ხალხის მოსმენა, მაშინ პოლონეთის საზღვრებთან აფეთქებული რუსული ჭურვების  ხმას მოუსმინეთ.

რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მის მიერ წარმოებულ პროპაგანდას მომავალი არ აქვს . ჩვენ ვმუშაობთ მათი სიცრუის მანქანის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით. სიმართლე არ დაიმალება და ამას მსოფლიო ძალიან მალე დაინახავს. რუსეთის ქმედებები ეხება არამხოლოდ უკრაინას და მის განადგურებას, არამედ მსოფლიო უსაფრთხოების პრინციპებს, მორალსა და ადამიანობას.

ოკუპანტებმა ისტორიის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მათ ხარკოვში თავიანთი არაადამიანური სტილით ჰოლოკოსტის მემორიალის „დენაციფიკაცია მოახდინეს“. ეს ის ადგილია, სადაც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს, 20 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს. 80 წლის შემდეგ იგივეს აკეთებს რუსეთიც.

რუსი ოკუპანტები მიზანმიმართულად ბომბავენ დასახლებულ პუნტქებს, სახლებს, საავადმყოფოებსა და თავშესაფრებს. ასევე არ ინდობენ არც ეკლესიებს და ისტორიულ ძეგლებს.  რუს სამხედროებს მსგავს ბრძანებებს მეთაურები აძლევენ. და ეს ყველაფერი ჩვენს ერს კიდევ უფრო ძლიერ ერად, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო ძლიერ მოქალაქეებად, ჩვენს კულტურას კიდევ უფრო ძლიერ კულტურად აქცევს.

80 წლის წინ, ნაცისტები ევროპის დასაპყრობად ზუსტად ანალოგიურ ხერხს იყენებდნენ. მათ ამ ქმედებას არავინ არა აპატიებს. იქნება პასუხისმგებლობაც ზუსტად ისე, როგორც 76 წლის წინ ფაშისტები დაისაჯნენ. ეს შეიძლება არ იყოს ნიურბერგი, მაგრამ იქნება ანალოგი და ყველა დაინახავს."  - აცხადებს ვოლოდიმირ  ზელენსკი ვრცელ ვიდეომიმართვაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 8 წლის ილიას დედა დაეღუპა... მინდობილობას ვაკეთებ, უნდა ჩამოვიყვანო საქართველოში - გიგა მაქარაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🔵 „90 იან წლებში, შუქის მოსვლის დროს ურაას რომ დავიძახებდით და თან წავიდოდა ეგრევე, ეე მაგი ყოფილა ჟირინოვსკი

🔵 „ამ ფოტოში 6 დღის დაუბანელი ვარ, უძილო, გადაღლილი“ - რას წერს დომენიკ მანგო?

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782478582

საზოგადოება

პრემიერი: არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა

არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა შემ...

ირაკლი კობახიძე

1782478227

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა

ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, იყავით და გაგეკეთებინათ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1782477578

საზოგადოება

პრემიერი: საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული

საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქსტატზე მინიშნება და საქ...

ირაკლი კობახიძე:

1782476674

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი

მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი, მაშინ იქნებიან კმაყოფილები, საქართველოში ბომბები რომ ცვიოდეს და ფრონტის ხაზი იყოს გახსნილი. ზარქუას თქმი...

ირაკლი ზარქუა

1782476605

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი გახარიას გუნდის წევრებს: მშვიდობის ფასს რომ ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, ვის ესაუბრებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გახარიას გუნდის წევრებს მიმართა და მოუწოდა, მშვიდობაზე საუბრისას, კარგად დაფიქრდნენ, ვის ესაუბრებიან. ლევან მაჭავარიანის გა...

ლევან მაჭავარიანი