800 ანტისაზენიტო რაკეტა, 9000 ყუმბართმტყორცნი, ე.წ კამიკაძე დრონები - აშშ უკრაინას 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
800 ანტისაზენიტო რაკეტა, 9000 ყუმბართმტყორცნი, ე.წ კამიკაძე დრონები, აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკრაინას აქამდეც აწვდიდა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებს და სტინგრებს - ანტისაზენიტო რაკეტებს. სტინგერების რაოდენობა, რომელიც უკრაინას დახმარების ახალი პაკეტით გადაეცემა, 800 ერთეულია.
ასევე, უკრაინას გადაეცემა:
9000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, მათ შორის ჯაველინები;
7000 ერთეული სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი;
20 მილიონი დოლარის საბრძოლო აღჭურვილობა;
ე.წ კამიკაძე დრონები, რომელთა რაოდენობაც არ დასახელებულა.
„პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, ჩვენ დავადგინეთ და ვეხმარებით უკრაინას დამატებითი შორი მანძილის საზენიტო სისტემებითა და შესაბამისი საბრძოლო მასალებით.
დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 9000 ანტისატანკო სისტემას. ეს არის პორტატული, მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებსაც უკრაინული ძალები ეფექტიანად იყენებდნენ შეჭრილი რუსული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად.
დახმარება ასევე მოიცავს 7000 ერთეულ მცირე ზომის იარაღს, ტყვიამფრქვევს, თოფს, ყუმბარმტყორცნს". - თქვა ჯო ბაიდენმა.
ასევე საინტერესოა:
🔵 ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 45 წლამდე კაცი ემსხვერპლა
🔵 „სამყარო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ამ ომამდე იყო!“ - ზურაბ ბატიაშვილი
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































