დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირი ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარია
ტონი ბლერის მთავრობამ ჩვენს ქვეყანაზე ხანგრძლივი გავლენა მოახდინა და მომდევნო მთავრობებმა ვერ შეძლეს იმ კანონების გაუქმება, როგორიცაა ადამიანის უფლებათა აქტი, კონსტიტუციური რეფორმის აქტი და კლიმატის ცვლილების აქტი - კანონები, რომლებმაც ბრიტანეთი ტექნოკრატიულ სტაგნაციაში ჩაკეტეს. მას ამაში ეხმარებოდნენ მისი მოკავშირეები, კლინტონი და ობამა, რომლებიც ამერიკაშიც იმავე პროცესის წარმართვას ცდილობდნენ, საკუთარი ხალხის „დიფ სთეითში“ განთავსებით, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მე-6 ეპიზოდში.
მან ევროკავშირს „ტექნოკრატიული, ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარი“ უწოდა, ასევე, აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი სერიოზულ კრიზისშია, ვინაიდან არჩეული პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ მთავრობის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ფუნქციონირებას.
„ევროკავშირი, ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების კიდევ ერთი თავშესაფარია. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის ისტორია სავსეა მემარცხენე ადამიანებით, რომლებსაც სძულდათ ბრიტანეთი, რომლებსაც სურდათ გლობალისტური დღის წესრიგის მხარდაჭერა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა სერიოზულ კრიზისშია. ის უმართავი გახდა. არჩეული პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ მთავრობის ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარმართვას ტონი ბლერისა და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილი კანონების ქსელის გამო.
რა თქმა უნდა, ამის შეცვლა ძალიან რთული იქნება. მაგრამ თუ გვსურს ბლერის სახლიდან თავის დაღწევა, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გავაუქმოთ ეს კანონები, მაგრამ ასევე უნდა დავიკავოთ ის პოზიციები, რომლებსაც თანამდებობები მიანიჭეს ტონი ბლერმა და გორდონ ბრაუნმა, რომლებიც არ იზიარებენ იმ იდეოლოგიას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას შეძლებს. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა გაიგოს, თუ რატომ ვართ იქ, სადაც ვართ და რა უნდა გავაკეთოთ ბრიტანეთში ნამდვილი კონტრრევოლუციის მისაღწევად“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.
1768067557
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში
შვედ-ბრიტანელი სტრატეგი და ეკონომისტი მარკ ბროლინი ევროკავშირის ინსტიტუციური დაშლის თვალსაჩინო კრიტიკოსია. მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ევროპის ამჟამინდელი დაცემა არ არის გლობალური ცვლილებებით...
1768064430
მსოფლიოილონ მასკი გავრცელებულ ცნობაზე, რომ დიდი ბრიტანეთი ონლაინ კომენტარების გამო დაკავებების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა: რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი X-ზე მომხმარებლის ტვიტს აზიარებს და ბრიტანეთის მთავრობას ფაშისტურს უწოდებს. სოციალური ქსელის მომხმარებელი აქვეყნებს დიაგრამას, სადაც ნაჩვენებია, რომ...
1768062010
ახალი ამბებიდავით კაჭარავა ახალ მწვრთნელზე: მთავარი მოთხოვნა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა, პიერ-ანრი ბრონკანი ქართულ რაგბის წინსვლაში დაეხმარება
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ ახალი მწვრთნელების - ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანისა და იტალიელი მარკო ბორტოლამის დანიშვნას ეხმიანება. „ვულოცავ პიერ-ა...
1768058013
ახალი ამბებიყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ი...
1768054580
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: მოწამვლის თემა აქტუალური გახდა ერთი წლის შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო სიუჟეტი - ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ე.წ. კამიტით მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ამოეწურა, შესაბ...































