დონალდ ტრამპი: უკრაინის „ხელმძღვანელობამ“ ნული მადლიერება გამოხატა ჩვენი ძალისხმევის მიმართ, ხოლო ევროპა აგრძელებს ნავთობის ყიდვას რუსეთისგან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უმადურობაში დაადანაშაულა. საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი „სასტიკი და საშინელია“ და აშშ-სა და უკრაინაში სწორი ლიდერების არსებობის შემთხვევაში არასოდეს მოხდებოდა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და თეთრ სახლში ისევ ტრამპი რომ ყოფილიყო, პუტინი უკრაინას არასოდეს დაესხმებოდა თავს.
„მემკვიდრეობით მივიღე ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო, ომი, რომელიც ყველასთვის წაგებიანია, განსაკუთრებით კი მილიონობით ადამიანისთვის, ვინც ასე უაზროდ დაიღუპა. უკრაინის „ხელმძღვანელობამ“ ნული მადლიერება გამოხატა ჩვენი ძალისხმევის მიმართ, ხოლო ევროპა აგრძელებს ნავთობის ყიდვას რუსეთისგან. აშშ აგრძელებს იარაღის მასიური რაოდენობის მიყიდვას ნატოსთვის, უკრაინაში გასანაწილებლად (თაღლითმა ჯომ [ჯო ბაიდენი] ყველაფერი დაარიგა, უფასოდ, უფასოდ, უფასოდ, მათ შორის „დიდი“ ფული!). ღმერთმა დალოცოს ყველა ის სიცოცხლე, რომელიც ამ ადამიანურ კატასტროფაში დაიკარგა!“, - წერს ტრამპი.
1763901178
ახალი ამბებიზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ხანძარს 92 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარზე გამოძიება ს...
1763898754
საზოგადოებაჭეიშვილი: სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი გამოყენება დანაშაულებრივ საქმიანობაში
„გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც სამწუხაროდ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი ჩართვა, გა...
1763896828
სპორტიქართველი ძიუდოისტი შოთა ბაჩოშვილი ევროპის თასის გამარჯვებულია
ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი შოთა ბაჩოშვილი ევროპის თასის გამარჯვებულია. მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართული ტურნირის ფინალში ბაჩოშვილმა მექსიკელი ედუარდო საგასტეგი იპონით დაამარცხა. გადამწყვ...
1763894073
საზოგადოება„მინდა თქვენთან ერთად, დიდი სიყვარულით მივულოცო გიორგობა პატრიარქს, დიდია მისი სიყვარული და მოწიწება წმინდა გიორგისადმი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ წმინდა სამების ტაძრის კურთხევა სწორედ გიორგობა დღეს ისურვა“ - მეუფე შიო
„გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოლოცვასა და კურთხევას“, - მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპო...
1763893952
ახალი ამბებიგეკა გელაძემ შსს-ს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა. მინისტრმა დამ...

























