ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება
„ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის ეკონომიკური კავშირი, როდესაც ეკონომიკურ გაერთიანებაში წევრიანდები, მოწყვლადი ქვეყანა არავის სჭირდება, ყველას სჭირდება ორ ფეხზე მდგარი ეკონომიკურად მყარი ქვეყანა, მაგრამ ჩვენი ე.წ. ოპონენტები გვეუბნებიან, რომ თურმე დანგრეული ქვეყანა, დანგრეული ეკონომიკა და როცა ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი იქნება, მაშინ უნდა გაგვიღონ ევროკავშირის კარი. ფაქტია, რომ რეალობაში ეს ასე არ მოქმედებს. ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
1788186751
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება
„თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში. ჩვენ ვახორციელებთ მსხვილ პროექტებს ენერგეტიკის, მრეწველობის, კოსმოსის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით“, - განაცხადა ვ...
1788184190
საზოგადოებაThe Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციურ დანიშნულების ადგილს უწოდებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, შავი...
1788183748
მსოფლიოNewsweek - ახალი იმპულსი აშშ-ს ურთიერთობებში
საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-სთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. 2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DF...
1788183020
ახალი ამბებიპროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით...
1788182526
საზოგადოებაირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. სესია 20-24 სექტემბერს გაიმართება.





























