ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება

„ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და კარგი გადაწყვეტილებაა.

„როდესაც რეფორმას ატარებ და იწყება, საზოგადოებისთვის, ყველა კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის არის ახალი. ახლა კონკრეტულად სტუდენტებზე ვსაუბრობთ. ამიტომ, რადგან ეს იყო ახალი პროგრამა, ახლა დაანონსდა და რეფორმა ახალი დაწყებულია, საგამონაკლისო სახით მიეცათ სტუდენტებს უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და მივესალმებით ყველა. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება“, - განაცხადა კირცხალიამ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788196188

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რ...

ირაკლი კირცხალია

1788193728

სპორტი

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 39 წლის ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამში გააკეთა ოფიციალური განცხადება. „ფინალის შემდეგ გასული მთელი ამ...

ლიონელ მესი

1788192818

მსოფლიო

ტრამპი: ირანს ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ძლიერად დაარტყამს. აღნიშნული განცხადებით ტრამპი იორდანიაში ირანის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურ...

 ტრამპი ტრამპი

1788189652

ახალი ამბები

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მინისტრთა კა...

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

1788188427

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას...

პოლიცია