ირაკლი კირცხალია - ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით
„ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვარი, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ხვალიდან საშემოდგომო სესია იწყება.
„ძირითადად დღევანდელი შეხვედრა იყო საორგანიზაციო შინაარსის, თუ რა გეგმები გვაქვს, რა არის დაგეგმილი არ მხოლოდ პლენარულ სესიებზე, არამედ ზოგადად, საშემოდგომო სესიაზე. რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაც მოხდა. მათ შორის არის კანონმდებლობა, რომელსაც ვამუშავებთ სხვადასხვა სამინისტროსთან, აღმასრულებელ გუნდთან ერთად ჩვენი პარლამენტი და დარგობრივი კომიტეტები.
ერთი, რაც მინდა, გადაწყვეტილად დავაანონსო და ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. ძალიან აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოებისთვის, კერძოდ, ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვარი, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით - უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე“, - აღნიშნა კირცხალიამ.
1788188427
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას...
1788186751
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება
„თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში. ჩვენ ვახორციელებთ მსხვილ პროექტებს ენერგეტიკის, მრეწველობის, კოსმოსის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით“, - განაცხადა ვ...
1788184190
საზოგადოებაThe Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციურ დანიშნულების ადგილს უწოდებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, შავი...
1788183748
მსოფლიოNewsweek - ახალი იმპულსი აშშ-ს ურთიერთობებში
საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-სთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. 2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DF...
1788183020
ახალი ამბებიპროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით...






























