1-ელ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება
1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
„საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს როგორც პლენარულ სხდომასთან, ისე საშემოდგომო სესიასთან დაკავშირებით.
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
სხდომაზე გაჟღერდა ერთ-ერთი ინიციატივა, კერძოდ, აღინიშნა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ ფიზიკური პირების ქონების გადასახადზე დღეს არსებული ზღვარი გაიზარდოს, რაც პოზიტიურად აისახება მოქალაქეებზე.
ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1788196188
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის პოსტს მედიასთან გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რ...
1788193728
სპორტილიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 39 წლის ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამში გააკეთა ოფიციალური განცხადება. „ფინალის შემდეგ გასული მთელი ამ...
1788192818
მსოფლიოტრამპი: ირანს ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება
თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ძლიერად დაარტყამს. აღნიშნული განცხადებით ტრამპი იორდანიაში ირანის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურ...
1788189652
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მინისტრთა კა...
1788188427
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას...































