მამუკა მდინარაძე: ჯაშუშობაზე დაკავება უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, რომ ჩვენს ქვეყანაში ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს
ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, როგორც მინიმუმ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შეეხებოდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის აღნიშნული მიმართულებით, არასდროს ყოფილა.
„ვპირდები ყველას, რომ არც ერთი ასეთი ადამიანი შეუმჩნეველი აღარ დაგვრჩება, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა, ამის თქმის საფუძველს მაძლევს გეკა გელაძის უწყების სიძლიერე, სულხან თამაზაშვილის უწყების სიძლიერე და ა.შ.
როდესაც მე ვამბობ, რომ რეალური ჯაშუში არავის დაუკავებია ჯერ ამ ქვეყანაში, გარდა ამ ბოლო პერიოდისა, ვგულისხმობ იმას, თუ ვის იჭერდნენ „ნაცების“ დროს ჯაშუშობაზე. ხან ფოტოგრაფს დააბრალეს და ხან იმათ - მიშა სააკაშვილს რომ აგინა პირდაპირ ეთერში. მერე გაზეთები ამოუღეს, რომ რუსებს გაზეთებს უგროვებდაო, ვითომ რუსები გაზეთებს თავისით ვერ იყიდდნენ. ამ დონის ვითომ ჯაშუშობაში ბრალდებულები იყვნენ.
ადამიანი, რომელიც ქსელს ხელმძღვანელობს, ფულს, დავალებებს ანაწილებს, მერე პასუხებს ითხოვს, იბარებს ანგარიშებს, არასდროს საქართველოს ისტორიაში არ დაგვიკავებია და არც ორი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი არ გვყავს აქამდე დაკავებული. ამაზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ და მხოლოდ თვეების წინ.
გამოვლენაზე იყო ნამუშევარი რაღაც დონეზე, მაგრამ მტკიცებულებების შეგროვება, რომ შემდეგ ეს რეალიზებული ყოფილიყო და დაკავებულები ყოფილიყვნენ რეალური ჯაშუშები, აქამდე საქართველოში არ, თუ ვერავინ გაბედა და ეს ჩვენ შევძელით. ამით მე პირადად ამაყი ვარ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
1780313561
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებში, ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა
პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში...
1780312343
ახალი ამბებიიონათამიშვილი: სინამდვილეში „ნაცებს“ ერთმანეთის სიძულვილი ჰქონდათ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც, როდესაც ოპოზიციაში ჩარჩნენ
„რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მით უკეთესი იქნება, რადგან მათი სიძულვილის და ზიზღის რიტორიკა კიდევ უფრო ცხადი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი...
1780311196
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შეგვიძლია, ყოველთვის თამამად ვთქვათ, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში
ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, - მის შესახებ ს...
1780310895
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიაში
საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგ...
1780309390
ახალი ამბებიშიო მესამე: სულიწმიდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამე თუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, მხოლოდ სულიწმიდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღესთან დაკავ...






























