2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას.
მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს.
აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად.
1780313561
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებში, ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა
პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში...
1780312343
ახალი ამბებიიონათამიშვილი: სინამდვილეში „ნაცებს“ ერთმანეთის სიძულვილი ჰქონდათ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც, როდესაც ოპოზიციაში ჩარჩნენ
„რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მით უკეთესი იქნება, რადგან მათი სიძულვილის და ზიზღის რიტორიკა კიდევ უფრო ცხადი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი...
1780311196
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შეგვიძლია, ყოველთვის თამამად ვთქვათ, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში
ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, - მის შესახებ ს...
1780310895
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიაში
საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგ...
1780309390
ახალი ამბებიშიო მესამე: სულიწმიდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამე თუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, მხოლოდ სულიწმიდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღესთან დაკავ...






























