ანზორ მელია სააკაშვილზე: თავს ნუ იჭრის, სირცხვილია - ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო, ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის

„რჩევას მივცემ მამაშვილურს - გაჩერდეს რა, თავს ნუ იჭრის. მაგას მარტო თავისი თაყვანისმცემლები კი არ უსმენენ, მთელი საქართველო უსმენს. სირცხვილია, ყოფილი პრეზიდენტია, ყოველ ჯერზე გამოდის და ახალ-ახალ რაღაცებს ამბობს. მე მაგალითად, მრცხვენია მაგ კაცის მაგივრად“, - ამის შესახებ „პარაიმ ტაიმთან“ საუბარში ნიკა მელიას მამამ, ექიმმა ანზორ მელიამ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ანზორ მელია აღნიშნავს, სააკაშვილს, სხვებთან ერთად, მისი შვილიც ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო, თუმცა, ამის მიუხედავად „არაჟანში და ნაყინებში“ მჯდარ სააკაშვილს არავინ დახვდა საქართველოში, რის გამოც იგი გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის.

„ერთი წელია ნიკა ზის ციხეში და პირველად უპასუხა. დაივიწყოს მაგან ყველაფერი, ის აღარ იქნება პრეზიდენტი, გამორიცხულია. ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და მაგას აღარ აქვს ავტორიტეტი, მხოლოდ თავის წრეში აქვს ავტორიტეტი. მე ექიმი ვარ და ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან, ყველას აზრი ვიცი. მე არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ციხეში ზის და ასეთ რაღაცას ამბობს მასზე.

ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ, რატომ ჩამოხვედი-თქო, ნიკა და ყველა რომ გეუბნებოდა არ ჩამოსულიყავიო. არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის. მე მრცხვენია მაგ კაცის“, - აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ნიკა მელიას და არა პირიქით.

„ნიკას თავი დაანებოს, კაცი პატიოსნად ზის ციხეში და მისთვის არ უღალატია, პირიქით მან უღალატა ნიკას. „ნაციონალები“ „ვსიო“, აღარ არსებობს უკვე. ხალხი მაგათ აღარ დაუჯერებს. სექტაა ეს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რა ხდება?

თავის ავტორიტეტს იფუჭებს ასეთი ლაპარაკით. შეიძლება ყველაფერი თქვა, მაგრამ, ნიკა ივანიშვილთან გარიგებული იყოს - ეს ხომ წარმოუდგენელია. თვითონ კი იყო გარიგებული. მაგან დაგვიტოვა ივანიშვილი, მაგისი ფულით იხეირა და წავიდა მერე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაჩერდეს“, - განუცხადა ანზორ მელიამ „პრაიმ ტაიმს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780311196

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: შეგვიძლია, ყოველთვის თამამად ვთქვათ, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში

ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, - მის შესახებ ს...

მამუკა მდინარაძე

1780310895

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიაში

საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგ...

მამუკა მდინარაძე

1780309390

ახალი ამბები

შიო მესამე: სულიწმიდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამე თუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, მხოლოდ სულიწმიდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღესთან დაკავ...

პატრიარქი შიო მესამე

1780307534

ახალი ამბები

სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრ...

სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

1780306662

ახალი ამბები

სააკაშვილი მელიაზე: ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე, მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც

„არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი...

სააკაშვილი