ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია

აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ირანის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელდა ტერორისტული აქტი. ირანის სახელმწიფომ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დაბომბა. აზერბაიჯანი არც ადრე მონაწილეობდა და არც ახლა მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირანს მოსთხოვა განმარტებები, ბოდიშის მოხდა და ასევე იმ პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, რომლებიც თავდასხმაზე არიან პასუხისმგებელი.

როგორც ცნობილია, ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ირანი ამ თავდასხმასთან კავშირში არ არის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, დაახლოებით შუადღისას ორი დრონი დაესხა თავს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკას. ერთი უპილოტო აპარატი აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეცა, ხოლო მეორე - სკოლის შენობის მახლობლად სოფელ შეკერაბადში ჩამოვარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772715768

მსოფლიო

აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის - The Guardian

აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. გამოცემის თანა...

ირანთან ომი

1772715654

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ბოლო მოვუღეთ სომხეთის ოკუპაციას, ასევე, მზად ვართ ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე ნებისმიერ ბოროტ ძალას. ამას ნუ დაივიწყებს ირანიც

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ალიევმა განაცხადა, აზერ...

ილჰამ ალიევი

1772715479

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი: ირანის ოფიციალური პირებისგან ვითხოვთ განმარტებებს, ბოდიშის მოხდასა და დამნაშავეების სისხლისსამართლებრივ დასჯას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში სხდომა გამართა და განაცხადა, რომ არ შეეგუებიან აზერბაიჯანის წინ...

ილჰამ ალიევი

1772714445

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები და მ...

გიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა

1772712704

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ნიკოლ...

ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა