დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: ეს არის ის დაჯგუფება, ვის მიმართაც საზოგადოებას საერთოდ არ გააჩნია ნდობა. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რაც მეათედ შექმნილ „ფანჩატურში“ ხდება და რომელიც მათ თავზე ენგრევათ

ეს არის ის დაჯგუფება, ვის მიმართაც საზოგადოებას საერთოდ არ გააჩნია ნდობა. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რაც მეათედ შექმნილ „ფანჩატურში“ ხდება და რომელიც მათ თავზე ენგრევათ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ოპოზიციურ გაერთიანებას ისეთივე ფიასკო ელის, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო.

„სრული უნიათობა შეგვიძლია ერთი სიტყვით ვუწოდოთ იმას, რაც ხდება დღეს რადიკალურ ოპოზიციაში. ეს არის ის დაჯგუფება ადამიანების, ვის მიმართაც საზოგადოებას საერთოდ არ გააჩნია ნდობა. სწორედ ეს არის პლაცდარმი, საფუძველი იმისა, რაც რეალურად მეათედ შექმნილ „ფანჩატურში“ ხდება და რომელიც მათ თავზე ენგრევათ. თითს იშვერენ ერთმანეთის მიმართ. აბრალებენ საკუთარ უნიათობას. პოლიტიკური მდგენელის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი არის ჩვენი საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა. უამრავ სისაძაგლეს სჩადიოდნენ საკუთარი ერის მიმართ. როგორ წარმოგიდგენიათ, მათ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ეს კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა ფიასკოთი დასრულდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიციაში ოპოზიციის კრიტიკა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და კოლეგებს ბრძოლის სტრატეგია დაუწუნა. ასევე, მსჯავრდებული ნიკა მელიას წერილს გამოეხმაურა და თქვა, რომ ვერაფერი გაიგო, გარდა იმისა რომ მელიას ის არ მოსწონს. ალიანსის დატოვების მომხრეა „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777889699

საზოგადოება

ნინო წილოსანი: კაია კალასმა ქართველი ხალხის არჩევანი კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს

ჩვენს შეფასებებს რომ არ დავეყრდნოთ, ალბათ საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავთ კაია კალასსა და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა ევროკავშირი როგორც ეკონომიკურად, ასევე, გეოპოლიტიკური პო...

ნინო წილოსანი

1777889107

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატ...

ირაკლი კობახიძე

1777888659

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპა...

სკრინინგი სკრინინგი

1777888083

საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. არ იგეგმება გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა

დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორ...

საპატრიარქო

1777887643

სპორტი

მინდია ჭინჭარაული ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ევროპის ჩემპიონია

ესპანეთში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. Classic Physique-ს კატეგორიაში (175 სმ. კატეგორია) მინდია ჭინჭარაულმა პირველი ადგილი დაიკავა და Mr. Europe-ის ტიტული მოიპოვა. ასევ...

მინდია ჭინჭარაული