ევროსაბჭოს პრეზიდენტი: ჩვენს კონტინენტს უსაფრთხოებისთვის 360 გრადუსიანი ხედვა სჭირდება, მზარდი ქაოსის სამყაროში ეს ხედვა საჭიროებს მკაფიო პრინციპს, რომ ევროპა უნდა იყოს კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის წინა ხაზზე

ევროკავშირი მზად არის, რომ იყოს სანდო პარტნიორი. რომ ეს ხედვა, რეალობად აქციოს. უზრუნველყოს მშვიდობისა და შესაძლებლობების გარდაუვალობა ჩვენი კეთილდღეობისთვის, - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროპა უნდა იყოს კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის წინა ხაზზე.

„სომხეთის დემოკრატიის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ბრძოლა გარე ძალებთან და დეზინფორმაციასთან. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს სამიტი ისტორიულია. პირველად მოვიწვიეთ არა ევროპელი სტუმარი - კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, რომ მონაწილეობა მიიღოს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში. ევროპაში გეოპოლიტიკური სიტუაცია ხასიათდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიითა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტებით. ეს მოწმობს, რომ ჩვენს კონტინენტს უსაფრთხოებისთვის 360 გრადუსიანი ხედვა სჭირდება. მზარდი ქაოსის სამყაროში ეს ხედვა საჭიროებს მკაფიო, ყოვლისმომცველ პრინციპს, რომ ევროპა უნდა იყოს კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის წინა ხაზზე“, - განაცხადა ანტონიუ კოშტამ.

ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ- მინისტრი მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპელ ლიდერებს მიმართავს. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. მათ შორის პრემიერი უკრაინული მხარის ინიციატივით უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. ირაკლი კობახიძე დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, გახსნეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777890681

საზოგადოება

პრემიერი: მხოლოდ გასულ წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა, რასაც დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრეფიკის დინამიკის კლებაზე

გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს - 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, -...

ირაკლი კობახიძე

1777889699

საზოგადოება

ნინო წილოსანი: კაია კალასმა ქართველი ხალხის არჩევანი კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს

ჩვენს შეფასებებს რომ არ დავეყრდნოთ, ალბათ საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავთ კაია კალასსა და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა ევროკავშირი როგორც ეკონომიკურად, ასევე, გეოპოლიტიკური პო...

ნინო წილოსანი

1777889107

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატ...

ირაკლი კობახიძე

1777888659

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპა...

სკრინინგი სკრინინგი

1777888083

საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. არ იგეგმება გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა

დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორ...

საპატრიარქო