ლევან მაჭავარიანი: გიორგი გახარია გარე ძალების დავალების მიხედვით გადადგა

„დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. საგამოძიებო კომისიაზე ახალი ვერსიები გააჟღერა გიორგი გახარიამ. ჯერ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერეოდა მის საქმეებში და ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი, ბოლოს მას წამოსცდა, რომ ელჩებს შეხვდა და მათთან კონსულტაცია გაიარა. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა.

„იმდენად აშკარა იყო თქვენი კოლექტიური „ნაცობა“, რომ გარე პატრონებმა გადაწყვიტეს კონფიგურაციის გადალაგება და ვითომ კონსტრუქციულად თქვენი პოზიციონირება. თუმცა, რამდენიმე საკითხი იყო უცხოელი პატრონებისთვის იმდენად ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანი, რომ მთელი აგენტურული რესურსის მობილიზება დასჭირდათ. პირველი - ეს იყო გამჭვირვალობის ქართული კანონი.

დღესაც არ გრცხვენიათ და დღესაც ამბობთ, რომ რუსულია ის კანონი? თქვენ ამბობდით, რომ ემიგრანტები ფულს ვერ ჩაურიცხავენ თავიანთ ოჯახებს, 2 წელი გავიდა, ხომ ურიცხავენ? ამბობდით, რომ ოპოზიციურ პარტიებს აეკრძალებოდა ამ კანონით მუშაობა, 2 წელი გავიდა, ხომ არ აკრძალულა? ამბობდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გაუქმდებოდნენ. ასევე, ამბობდით, რომ როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა USAID-დან გადმორიცხული ფული.

დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამხილა, რომ USAID კრიმინალური ორგანიზაცია იყო და აფინანსებდა რევოლუციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თქვენ ლგბტ პროპაგანდის გვერდში მოგიწიათ დგომა. შესაძლოა, თქვენ არ ეთანხმებოდით ამ პროპაგანდას, თუმცა თქვენმა პატრონებმა ასე დაგავალეს და სხვა გზა ფიზიკურად არ გქონდათ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მან აგრეთვე ისაუბრა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ დაახლოებაზე.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია წარსულში მამუკა ხაზარაძეს თაღლითს უწოდებდა, მოგვიანებით მათ შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ეს ცვლილება გარე ძალების მიერ განსაზღვრული პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი იყო.

მისი შეფასებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ გიორგი გახარიას პარტიის წევრების მიერ პარლამენტში პოლიტიკური პროცესის გაგრძელება ქუჩის პროტესტის გზით ხელისუფლების ცვლილების მცდელობის წარუმატებლობას მოჰყვა.

„თქვენს გარე პატრონებს სურდათ, რომ საბოტაჟირების პროცესი უკვე პარლამენტის შიგნიდან გაგრძელებულიყო, ვინაიდან ქუჩაში ვერაფერი მოახერხეს. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? ის, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაშიფრა ეს ყველაფერი. ამის დასტური რა არის? 2025 წლის არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ თბილისის საკრებულოში 1 წევრიც ვერ შეიყვანეთ.

თქვენი ამომრჩევლის ძალიან მცირე ნაწილიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790674425

ახალი ამბები

ლიკა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერზე: ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება - საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისე...

ლიკა შარტავა

1790673627

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემ...

გიორგი გაბუნია

1790672432

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს

თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს, - განაცხადა კახა კალაძემ ჩინეთ...

კახა კალაძე:

1790671420

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ შესაძლებლობა, მშვიდობის ფასად გამოცადოს საკუთარი პოლიტიკური სცენარები ჩვენს ქვეყანაზე

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ შესაძლებლობა, მშვიდობის ფასად გამოცადოს საკუთარი პოლიტიკური სცენარები ჩვენს ქვეყანაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამ...

ირაკლი კირცხალია

1790670814

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედი

ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მოჯადოებული წრიდან, რასაც ქვია ძალადობის ნორმალიზება ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის თავმჯდ...

ლევან მახაშვილი