გიორგი გაბუნია: ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი გაბუნიას თქმით, ლევილის მამულის რეაბილიტაცია იყო არა მხოლოდ ქონების, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც.
მისივე განცხადებით, ლევილის ისტორია დღეს მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, რამდენადაც ის ორ ქვეყანას - საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა.
„კოლეგებო, მე მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ იმ მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით. საფრანგეთში, ლევილში დასრულდა ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაცია. ეს იყო არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც - იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ჩვენ მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ. ის მატერიალური თუ სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა შექმნეს, შემოინახეს და დაიცვეს.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება. სივრცე, სადაც მუზეუმი, არქივი, ბიბლიოთეკა, აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა ერთიან, თანამედროვე კულტურულ და სამეცნიერო გარემოს შექმნის.
ეს იქნება ადგილი, სადაც მკვლევრებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ემიგრანტებს, ექნებათ შესაძლებლობა, რომ უკეთ გაეცნონ ჩვენს ისტორიას, ჩვენი კულტურის ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს და ამ მემკვიდრეობასთან უშუალო კავშირი დაამყარონ.
ლევილის ქართველთა მამული არის არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი, საფრანგეთში მას აქვს, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, იქცეს კულტურული დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად ევროპაში. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც კულტურული დიპლომატია სულ უფრო მეტად ხდება ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობის და მეგობრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი.
მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ძვირფას კოლეგას, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც იყო სულისჩამდგმელი ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროცესისა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროცესში, ასევე ოჯახებს, რომელთაც ეკუთვნოდათ ეს მამული და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა გამხდარიყო საერთო, სახალხო, საზოგადო საკუთრება.
ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ, ვიფიქროთ, რომ ქართული კულტურის, განათლების, მეცნიერების მნიშვნელოვან ცენტრად როგორ იქცეს ეს უმნიშვნელოვანესი ადგილი და ჩვენ ვიზრუნოთ, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ლევილის ქართველთა მამული აი ამ ცენტრად მოაზრებული მომავალში.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც იყო მონაწილე ამ მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესისა. ვუსურვებ ლევილის ქართველთა მამულს მრავალ ახალ თაობას, ახალ აღმოჩენებს, ახალ შემოქმედებით შეხვედრებს და საქართველოს ისტორიის და კულტურის კიდევ უფრო მეტად ფართოდ წარმოჩენას,“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
1790670738
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის
საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენა...
1790669096
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, გაგვეჟღერებინა, რას აკეთებს საქართველო იმისთვის, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს
ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმ...
1790668532
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ
„ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც...
1790668508
საზოგადოება„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკ...
1790667142
საზოგადოება29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი
29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 113,5 ათასი ტონა ყურძნიდან...



























