ირანმა აშშ-ის დაბომბვის საპასუხოდ ქუვეითზე, იორდანიასა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, აშშ-ის აგრესიის საპასუხოდ, მათ 12 ბალისტიკური რაკეტით იორდანიაში მდებარე ალ-აზრაქის ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანული მხარის მტკიცებით, იორდანიაში მდებარე ავიაბაზაზე ამერიკული F-35, F-15 და F-16 ტიპის გამანადგურებლები იყო განთავსებული.
გარდა ამისა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაბომბა აგრეთვე ქუვეითი. ქუვეითის ხელისუფლებამ ქვეყნის საჰაერო სივრცე ჩაკეტა. სირენების ხმა ისმოდა ბაჰრეინშიც.
მოგვიანებით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მაჯიდ მუსავიმ ამერიკელები გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ჯოჯოხეთად აქცევს, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეს საფრთხეს შეუქმნიან.
ცნობისთვის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკულმა მხარემ გასულ ღამეს ირანში მდებარე სამიზნეებზე იერიში მიიტანა.
1781153447
საზოგადოებანინო წილოსანი: ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, თუმცა ამ პროცესს აფერხებს ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის შეფასებით, საქართველო ასრულებს ვიზალიბერალიზაციით დაწესებულ წესებს. ის ასე ეხმაურება ტექნიკურ შეხვედრას, რომელიც დღეს ბრიუსელში ვიზალიბერ...
1781124402
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი კონგრესის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე: ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას
ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 8 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთ...
1781124182
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ, ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში
სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ლანგრით შეთავაზება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილის...
1781122534
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და სრულიად ახ...
1781122495
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მ...




























