შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის იმ ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ.
„რაც შეეხება მარწყვს და სუვერენიტეტს, ეს სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პერიპეტიების მსგავსად გამოვიყენე და რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ეს ფრაზა ითქვა სომხეთში, რომ სომხეთის დამოუკიდებლობა არ იცვლება მარწყვზე, მაშინ გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის აღტკინება აქ, რამდენად სწორია, რამდენად გონივრულია ასეთი მიდგომა, თუმცა როდესაც იგივე დამოკიდებულება ესმით საკუთარ ქვეყანაში, აქ იბნევიან იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკა გარე კარნახის გარეშე. ეს ამხელს უპირველეს ყოვლისა მათ საკუთარ დამოკიდებულებაში საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, აქ, მგონია, რომ ძალიან ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის იმ ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში.
ახლა რასაც ეხება შეხვედრა, იცით, რომ არის დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, სადაც სავიზო რეჟიმი არსებობს, სხვათა შორის არაერთხელ ვიყავი ამის შემდეგ ევროკავშირში, ვიზაც ავიღე, ასე რომ, ტყუილად ნუ გვაშინებენ დრაკონული პროცედურებით. ეს გადაწყვეტილება როცა იქნა მიღებული, მაშინ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ეს არის 2010 წლის შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. არანაირი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო რეჟიმის შემოღებისა არ არსებობდა, მაგრამ მათ თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება და საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვიეს. ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებს ედავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას, თავად უხეშად და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ თავს დასხმოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაარღვია საერთაშორისო სამართალი. შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს იყო დარღვევა და ამიტომ სპეციალურად საქართველოსთვის გამოიგონეს წესები იმისთვის, რომ მოეხდინათ ამ გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია. გამოიგონეს ის, რაც არასდროს არსებობდა, პოლიტიკური კრიტერიუმები, თითქოს საზღვრის კვეთა რაიმე კავშირში იყოს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასთან. სინამდვილეში ამაზე იქნება ხვალ საუბარი ტექნიკურ შეხვედრაზე, რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. რა ვქნათ, ჩავკეტოთ? მეორე, რატომ არ არის დაახლოებული თქვენი სასანქციო პოლიტიკა ევროკავშირთან, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაანგრიეთ თქვენი ქვეყანა, დაღუპეთ თქვენი ხალხი, თუ გინდათ, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1781119366
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უ...
1781115145
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ბიძინა ივანიშვილს ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და მათ შორის უდიდესია პოლიტიკური პარტიის დაფუძნება - რომ არა ეს პარტია, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი და 2022 წელს შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეთა შორის უდიდესი არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბ...
1781113243
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა
„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომები...
1781111405
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ დღეს კვლავ დაესხმება თავს ირანს, „ისინი ისევ გვატყუებენ“, მაგრამ შეთანხმება „სრულად მოლაპარაკებულია“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ დღეს კვლავ დაესხმება თავს ირანს მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით,...
1781108726
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს
„ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემ...































