ნინო წილოსანი: ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, თუმცა ამ პროცესს აფერხებს ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის შეფასებით, საქართველო ასრულებს ვიზალიბერალიზაციით დაწესებულ წესებს. ის ასე ეხმაურება ტექნიკურ შეხვედრას, რომელიც დღეს ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს წარმომადგენლებთან უნდა გაიმართოს.
„ფაქტია, რომ ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. თუმცა, რაც აფერხებს ამ პროცესს, ეს არის ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული. ამიტომ კარგია, რომ მათ შორის, ეს სხვისი გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები ვერ აბიჯებენ წესებს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის განმარტებითვე, ტექნიკური ხასიათი ექნება. ოფიციალური თბილისი კი ევროკომისიის წარმომადგენლებს კონკრეტულ ფაქტებს წარუდგენს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს.
1781124182
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ, ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში
სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ლანგრით შეთავაზება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილის...
1781122534
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და სრულიად ახ...
1781122495
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მ...
1781122427
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ის, რომ 3000 წელია, სახელმწიფოებრიობას ასე ვატარებთ, იმის მანიშნებელია, რომ გამომუშავებული გვაქვს შინაგანი ფორმულა, თუ როგორ უნდა გაიარო ის ქარიშხლები, რომლებიც ასეთ რთულ რეგიონში ხდება ხოლმე
გეოგრაფია არ შეიცვლება, ჯერჯერობით გეოგრაფიასთან ომი არავის მოუგია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას - „თქვენი ოპონენტები ამბობენ, რო...
1781122331
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ
ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომ...






























