შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ, ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში
სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ლანგრით შეთავაზება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილის ქმედებების შეფასებისას.
„ორჯონიკიძესთვის რომ გეკითხა, საქართველოსთვის კარგს აკეთებდა, უბრალოდ არ არსებობდა იმისთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო, საქართველოს ხედავდა, როგორც კომუნისტური ინტერნაციონალის ნაწილს, სადაც ხალხები საერთო სიკეთისთვის ერთიანდებიან. ასეა ამ ადამიანებისთვისაც - ბოკერია, წერეთელი, ჯაფარიძისთვის, გუშინ რომ ისხდნენ, მათთვის საქართველო არ არსებობს, არსებობს ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელშიც ხალხები ბედნიერად უნდა იყვნენ. იქ რომელ დროშას ხელში დაიჭერ, რომელ ჰიმნს იმღერებ და რომელ სლოგანს წამოისვრი, ეს აჩვენებს იმას, რომ შენ კუთვნილებას აჩვენებ იმ გათქვეფილ იდენტობაში, როგორიც ჩვენ საბჭოთა კავშირში გვქონდა. სწორედ ეს არის, რაზეც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში. ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ამბობენ, არის ის, თითქოს მრავალფეროვანი ერთობაა, სინამდვილეში ეს არის სხვადასხვა ერებისთვის ერთი გენერალური ხაზის იძულება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ საქართველოში ირანის გავლენის ქსელი ვრცელდება.
„გიგა ბოკერიას შეუძლია ნახოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება და სად არის ამ მაჩვენებლებით საქართველო, რაიმე საფრთხეს წარმოადგენს, თუ არა საქართველო და აძლევს, თუ არა რაიმე ნიადაგს იმისთვის, რომ აქ რაიმე სახის რადიკალური მიმართულებები განვითარდეს. [გიორგი] კანდელაკის კვლევა კარგი შეხსენებაა იმისა, რომ ეს ის კანდელაკია, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩომ მას ფული მისცა ვითომ იმისთვის, რომ ქუთაისის და გორის ტურისტული მარშრუტები უნდა დაეხაზა და ეს ადამიანი აღმოჩნდა ბოლოს ვაშინგტონში, სადაც საქართველოს ცილს სწამებდა. ზუსტად ამაში იხარჯებოდა ის ფული, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ხმარდება. სინამდვილეში ესეც არის დეზინფორმაციის და პროპაგანდის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ჯერ იქმნება ყალბი კვლევები იმისთვის, რომ შემდეგ ეს კვლევები გაშუქდეს მედიაში, რათა მისცენ დეზინფორმაციულ ნარატივს დამაჯერებლობა. აღარავინ აღარ ჩაეძიება, რა იყო სინამდვილეში ეს კვლევა. ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული იარაღის გამოყენებით თავდასხმა საქართველოზე და მის ინტერესებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1781119366
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უ...
1781115145
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ბიძინა ივანიშვილს ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და მათ შორის უდიდესია პოლიტიკური პარტიის დაფუძნება - რომ არა ეს პარტია, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი და 2022 წელს შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეთა შორის უდიდესი არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბ...
1781113243
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა
„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომები...
1781111405
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ დღეს კვლავ დაესხმება თავს ირანს, „ისინი ისევ გვატყუებენ“, მაგრამ შეთანხმება „სრულად მოლაპარაკებულია“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ დღეს კვლავ დაესხმება თავს ირანს მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით,...
1781108726
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს
„ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემ...































