ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

ირაკლი კირცხალიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გამართულ შეხვედრებზე მმართველმა გუნდმა ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა დააფიქსირა.

„მივესალმებით ამ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელსაც ვხედავთ ყველანი, რომელიც იდგმება. იცით, ჩამოსულები იყვნენ ადმინისტრაციიდან, იყო შეხვედრა როგორც მთავრობასთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკმაოდ პოზიტიური შეხვედრები. ასევე, ე.წ. ოპოზიციასთანაც იყო შეხვედრები. ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რასაც ვაფიქსირებდით, მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. ამისთვის ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. ამას, წესით და რიგით, ძალიან კარგად უნდა ხედავდნენ ჩვენი ამერიკელი ისტორიული პარტნიორები და მეგობრები. მაგრამ, ვიმეორებ, რომ მზად ვართ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. იმ ინტერესებიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელსაც ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ადმინისტრაცია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით რეგიონში დასაყრდენი პარტნიორი, ყოველთვის ვიყავით სანდო პარტნიორი და კარგად უნდა ახსოვდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ძალიან ახლო და სტრატეგიულ მეზობლებს და მეგობრებს - აზერბაიჯანს, სომხეთს ძალიან კარგად ახსოვთ, წლების განმავლობაში რა როლს ასრულებდა საქართველო რეგიონში. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ის დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი და მზად ვართ, ახლაც ვიყოთ. მაგრამ ამ ქარცეცხლის გათვალისწინებით, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი პოლიტიკის განვითარებით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირებით და არა ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის, ან ქვეყნის მხრიდან რაიმე კარნახით, ან მითითებით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781119366

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უ...

ირაკლი კირცხალია

1781115145

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: ბიძინა ივანიშვილს ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და მათ შორის უდიდესია პოლიტიკური პარტიის დაფუძნება - რომ არა ეს პარტია, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი და 2022 წელს შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეთა შორის უდიდესი არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბ...

ცოტნე ანანიძე

1781113243

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა

„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომები...

გივი მიქანაძე

1781111405

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ დღეს კვლავ დაესხმება თავს ირანს, „ისინი ისევ გვატყუებენ“, მაგრამ შეთანხმება „სრულად მოლაპარაკებულია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ დღეს კვლავ დაესხმება თავს ირანს მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით,...

ტრამპი ტრამპი

1781108726

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს

„ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემ...

თამარ იოსელიანი: