ჯანლუკა გრეკო: ფორუმის ორგანიზება იმ ფორმით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი საერთო ძალისხმევის ფარგლებში

გაეროში იტალიის ელჩის მოადგილე ჯანლუკა გრეკო 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც საჯარო მმართველობის განვითარების გზაზეა და ცდილობს, მოქალაქეებს რაც შეიძლება უკეთესი სერვისები შესთავაზოს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების საფუძველი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფორუმის ორგანიზება იმ ფორმით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი საერთო ძალისხმევის ფარგლებში“, – განაცხადა ჯანლუკა გრეკომ.

2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაეროში სპეციალური შეხვედრა გამართა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776340272

ახალი ამბები

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდ...

კახა კალაძე

1776339257

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა

„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...

კახა კალაძე

1776337957

ახალი ამბები

კახა კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. აღნიშნულის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნ...

კახა კალაძე

1776337615

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ბლაჟევიჩთან თანამშრომლობაზე: მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად

რაც ბატონი მამუკა მდინარაძე დავამტკიცეთ სუსის ხელმძღვანელად, ვხედავთ თუ რა განსხვავებული ხარისხით მუშაობა მიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ძალიან კარგია, რომ სუსს უკვე ამ ყველაფერთან დაკავშირ...

ლევან მაჭავარიანი

1776337027

ახალი ამბები

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების...

არადეკლარირებული ოქრო