შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები. ხაზი გაესვა გასული წლის სექტემბერში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ირანში მიმდინარე ომისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საიმედოობის მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე.

შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776334925

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ოპოზიციისთვის არც ნეპალის შემოდგომა, არც უნგრული გაზაფხული დადგა და არც დადგება, განულებული არიან, თავიანთ პატრონებს უსმენენ

ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“, არც „უნგრული გაზაფხული“ დადგა, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, განულებული არიან, არ უსმენენ ქართველ ხალხს, უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ა...

არჩილ გორდულაძე

1776333934

ახალი ამბები

ხუბუა: მეცნიერები აცხადებენ, ობსერვატორიის თავზე ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს, ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „მეორეხარისხოვანსა" და „ტვ უკანასკნელს" რაში აინტერესებთ?

ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო,- საკუთარ წყაროებზე, ნაკადულებსა და ღელეებზე დაყრდნობით იუწყება „რადიო თავისუფლება". მართალია, მეცნიერები აცხადებენ, ასტროფიზიკური ობსერვატორიის თავზე თვითმფრინ...

ჯაბა ხუბუა

1776333878

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე თრან თან მანს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თრან თჰან მანს ეროვნული ასა...

შალვა პაპუაშვილი

1776332211

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებ...

ირაკლი მეზურნიშვილი

1776330145

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან დაადასტურა საქართველოს მზაობა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებს - გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცე...

ლევან ჟორჟოლიან