კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა
„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ბოლო წლებში ძალიან კარგად დაინახა, თუ ვინ ვინ არის და ვის ემსახურება.
„ახლა მიხვდნენ ხომ, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია? ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა. ის ილუზია, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან ბრძანებებს გასცემს, ვიღაცა ვიღაცას დაავალებს ან მანიპულაციებს განახორციელებს საზოგადოებაზე, ქართველ ხალხზე, არ გამოგივათ.
ქართველმა ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის - ვინ ვინ არის და ვის ემსახურება; სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა. თქვენ, გინდ ინდივიდუალურად, გინდ პოლიტიკური პარტიებით, თუნდაც დღეს ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ.
თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი - ხართ მოღალატეები. ეს არის რეალობა, მოცემულობა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით და დღესაც აკეთებთ - მოღალატეობრივი ქმედებები ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1776337957
ახალი ამბებიკახა კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. აღნიშნულის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნ...
1776337615
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციის ბლაჟევიჩთან თანამშრომლობაზე: მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად
რაც ბატონი მამუკა მდინარაძე დავამტკიცეთ სუსის ხელმძღვანელად, ვხედავთ თუ რა განსხვავებული ხარისხით მუშაობა მიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ძალიან კარგია, რომ სუსს უკვე ამ ყველაფერთან დაკავშირ...
1776337027
ახალი ამბებისაბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების...
1776335623
სპორტიგიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს ვაზარით სძლია და ფინალში საფრანგე...
1776334925
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ოპოზიციისთვის არც ნეპალის შემოდგომა, არც უნგრული გაზაფხული დადგა და არც დადგება, განულებული არიან, თავიანთ პატრონებს უსმენენ
ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“, არც „უნგრული გაზაფხული“ დადგა, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, განულებული არიან, არ უსმენენ ქართველ ხალხს, უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ა...






























