კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ამ ეტაპზე გამოცხადებულია ბაზრის კვლევა და პოტენციური მომწოდებლის გამოვლენისთანავე, შეწყდება მოქმედი ხელშეკრულება არსებულ კომპანიასთან და იგი ჩანაცვლდება ალტერნატიული მომწოდებლით.

„ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორც კი გვეყოლება ახალი კომპანია, მაშინვე შეუწყდება ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი შეუწყვეტლად მიმდინარეობდეს ანუ მოქალაქეებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ, რადგან საუბარია ყველაზე გაჭირვებულ ფენაზე, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. შესაბამისად, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა, ბაზრის კვლევა და როგორც კი გვეყოლება ახალი კომპანია, ძველს მაშინვე შეუწყდება ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1776337957

ახალი ამბები

კახა კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. აღნიშნულის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნ...

კახა კალაძე

1776337615

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ბლაჟევიჩთან თანამშრომლობაზე: მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად

რაც ბატონი მამუკა მდინარაძე დავამტკიცეთ სუსის ხელმძღვანელად, ვხედავთ თუ რა განსხვავებული ხარისხით მუშაობა მიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ძალიან კარგია, რომ სუსს უკვე ამ ყველაფერთან დაკავშირ...

ლევან მაჭავარიანი

1776337027

ახალი ამბები

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების...

არადეკლარირებული ოქრო

1776335623

სპორტი

გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს ვაზარით სძლია და ფინალში საფრანგე...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1776334925

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ოპოზიციისთვის არც ნეპალის შემოდგომა, არც უნგრული გაზაფხული დადგა და არც დადგება, განულებული არიან, თავიანთ პატრონებს უსმენენ

ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“, არც „უნგრული გაზაფხული“ დადგა, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, განულებული არიან, არ უსმენენ ქართველ ხალხს, უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ა...

არჩილ გორდულაძე