კახა კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. აღნიშნულის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა და პრემიერ-მინისტრმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
„ქვეყანაში რაც კი კარგი კეთდება, ყველაფერს ეწინააღმდეგებით. მე არ მახსოვს, რამე კარგი პროექტი განხორციელებულიყო ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულიყო და თქვენ პოზიტიური კომენტარი გაგეკეთებინათ.
რაც შეეხება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა. შესაბამისად, თვითმფრინავების სამოძრაო ხაზი დაკორექტირდა.
რა არის ამაში პრობლემა? აბასთუმანი იყო განადგურებული და ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა და განავითარა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?“ - განაცხადა კახა კალაძემ.
1776337615
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციის ბლაჟევიჩთან თანამშრომლობაზე: მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად
რაც ბატონი მამუკა მდინარაძე დავამტკიცეთ სუსის ხელმძღვანელად, ვხედავთ თუ რა განსხვავებული ხარისხით მუშაობა მიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ძალიან კარგია, რომ სუსს უკვე ამ ყველაფერთან დაკავშირ...
1776337027
ახალი ამბებისაბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების...
1776335623
სპორტიგიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს ვაზარით სძლია და ფინალში საფრანგე...
1776334925
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ოპოზიციისთვის არც ნეპალის შემოდგომა, არც უნგრული გაზაფხული დადგა და არც დადგება, განულებული არიან, თავიანთ პატრონებს უსმენენ
ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“, არც „უნგრული გაზაფხული“ დადგა, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, განულებული არიან, არ უსმენენ ქართველ ხალხს, უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ა...
1776333934
ახალი ამბებიხუბუა: მეცნიერები აცხადებენ, ობსერვატორიის თავზე ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს, ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „მეორეხარისხოვანსა" და „ტვ უკანასკნელს" რაში აინტერესებთ?
ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო,- საკუთარ წყაროებზე, ნაკადულებსა და ღელეებზე დაყრდნობით იუწყება „რადიო თავისუფლება". მართალია, მეცნიერები აცხადებენ, ასტროფიზიკური ობსერვატორიის თავზე თვითმფრინ...






























