ირაკლი მეზურნიშვილი: ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა.
მისი განცხადებით, ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია, რადგან ის პრაქტიკულად ყველა სხვა ეკონომიკური სექტორის საფუძველს წარმოადგენს.
მეზურნიშვილის თქმით, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიც აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს და ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობა სრულად დაინერგოს.
“როგორც მოგეხსენებათ ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია, რადგან ის პრაქტიკულად ყველა სხვა ეკონომიკური სექტორის საფუძველს წარმოადგენს. ენერგიის ფასი, ხარისხი და უწყვეტობა პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.
ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში. მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობას.
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და მუშაობს იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს და ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობა სრულად დაინერგოს“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს ერთიანი, ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის შესაქმნელად.
2025 წელს საქართველო პირველად ასრულებდა ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციას.
1776334925
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ოპოზიციისთვის არც ნეპალის შემოდგომა, არც უნგრული გაზაფხული დადგა და არც დადგება, განულებული არიან, თავიანთ პატრონებს უსმენენ
ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“, არც „უნგრული გაზაფხული“ დადგა, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, განულებული არიან, არ უსმენენ ქართველ ხალხს, უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ა...
1776333934
ახალი ამბებიხუბუა: მეცნიერები აცხადებენ, ობსერვატორიის თავზე ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს, ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „მეორეხარისხოვანსა" და „ტვ უკანასკნელს" რაში აინტერესებთ?
ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო,- საკუთარ წყაროებზე, ნაკადულებსა და ღელეებზე დაყრდნობით იუწყება „რადიო თავისუფლება". მართალია, მეცნიერები აცხადებენ, ასტროფიზიკური ობსერვატორიის თავზე თვითმფრინ...
1776333878
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე თრან თან მანს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თრან თჰან მანს ეროვნული ასა...
1776331747
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არ...
1776330145
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან დაადასტურა საქართველოს მზაობა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებს - გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცე...




























