ჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
ზელენსკი კერძო საუბრებში „ზოგჯერ ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, რამდენადაც ველოდი“, – წერს გამოცემა ბაიდენის მემუარებზე დაყრდნობით, რომელიც 17 ნოემბერს გამოიცემა.
ამასთან, ბაიდენი აღნიშნავს, რომ ზელენსკის სამსახიობო წარსული ძალიან კარგი პრაქტიკა აღმოჩნდა საომარი დროის ლიდერისთვის.
ვლადიმერ პუტინზე საუბრისას ბაიდენი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრებზე გაღიზიანებული ტონი ჰქონდა, „სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა“.
ბაიდენის განმარტებით, დონალდ ტრამპის გუნდის წევრებმა ინაუგურაციამდე სთხოვეს, ხელი მოეწერა წერილზე, რომელიც მათ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების უფლებას მისცემდა. ბაიდენის თქმით, მან უარი განაცხადა, რადგან არ სურდა, მათთვის „სრული თავისუფლება“ მიეცა იმისთვის, რაც, მისი აზრით, უკრაინის ხარჯზე დანებებას დაემსგავსებოდა.
წიგნში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ ნანობს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას და 2024 წელს მეორე ვადით არჩევის მცდელობას.
„იმავე გადაწყვეტილებას კვლავ მივიღებდი. ავღანეთში ომის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო“, – აღნიშნავს ბაიდენი.
მისივე თქმით, ის დაარწმუნეს, რომ ამერიკული ჯარის გასვლის შემდეგ დედაქალაქი ექვს თვეს მაინც ხელისუფლების კონტროლქვეშ დარჩებოდა.
„დაპირებული ექვსთვიანი ვადა რამდენიმე დღეში ამოიწურა“, – წერს ბაიდენი.
2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ბაიდენი ამბობს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, როცა მრჩევლებთან ხელახლა კენჭისყრის საკითხი განიხილა, არავინ შეწინააღმდეგებია: „ყველა თანახმა იყო“. მისი თქმით, იცოდა თავისი ასაკის სისუსტეები, მათ შორის დასუსტებული ხმა, სახელებისა და ადგილების არევის გახშირებული შემთხვევები და სიარულის პრობლემები, მაგრამ, ბაიდენის განმარტებით, ხუთი ათწლეულის პოლიტიკური გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ დემოკრატებს მასზე ძლიერი კანდიდატი ჰყავდათ.
წიგნში ბაიდენი აღნიშნავს, რომ დებატების შემდეგ კანდიდატურის უკან გაწვევას წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერი ნენსი პელოსი და სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი ურჩევდნენ. ბაიდენის თქმით, პელოსი მუშაობდა, რომ არჩეულ თანამდებობის პირებსა და ბაიდენის დელეგატებს მისთვის მხარდაჭერა მოეხსნათ და აფრთხილებდა, რომ, გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენი ვერ გაიმარჯვებდა.
წიგნში ბაიდენი დონალდ ტრამპსაც აფასებს. 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე ის წერს: „ამერიკის პრეზიდენტი ქვეყანას კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ აჯანყებას უძღვებოდა“. ბაიდენის შეფასებით, ეს ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის მიერ საკუთარი მოვალეობის ერთ-ერთი უმძიმესი უგულებელყოფა იყო. ამავე დროს, ბაიდენი იხსენებს, რომ ინაუგურაციის შემდეგ ოვალურ კაბინეტში ტრამპისგან კეთილგანწყობილი წერილი დახვდა, თუმცა ტრამპი წინა თვეებში, კამპანიის დროს მას მკაცრად აკრიტიკებდა.
„თითქოს ორი დონალდ ტრამპი არსებობდა“, - წერს ის.
ისრაელზე საუბრისას ბაიდენი ამბობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ისრაელის გრძელვადიან ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკურად თავის გადარჩენა იყო.
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































