ჯორჯია მელონი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის

დეპუტატთა პალატისადმი მიმართვისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის“. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

მელონიმ ეს უარი უკრაინის მიმართ პოლიტიკის უწყვეტობის შესახებ დაპირებას შეუხამა და აღნიშნა, რომ იტალია „არ მიატოვებს უკრაინას ამ უაღრესად ფაქიზ მომენტში“.

იტალიის პრემიერმა მიმოიხილა უსაფრთხოების სამი მოდელი, რომლებიც ევროპელ და ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შორის განიხილება.

პირველი მოდელი ფოკუსირებულია ძლიერ, დამოუკიდებელ უკრაინულ არმიაზე, რომლის რაოდენობაც მშვიდობიან პერიოდში, შესაძლოა, დაახლოებით 800 000 ჯარისკაცით განისაზღვროს.

მეორე მოდელი გულისხმობს მრავალეროვნული ძალების ყოფნას უკრაინის შიგნით, რომელსაც სათავეში ჩაუდგება „მსურველთა კოალიცია“ - ძირითადად საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო. ნებაყოფლობითი ეროვნული მონაწილეობა მიზნად ისახავს უკრაინული ძალების აღდგენაში დახმარებას, ცისა და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და, საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციების უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებას.

მესამე ვარიანტი მოიცავს საერთაშორისო გარანტიებს, რომლებიც ნატოს მე-5 მუხლის მოდელზეა დაფუძნებული - ეს არის მიდგომა, რომელიც თავდაპირველად იტალიამ წამოაყენა.

მელონიმ იტალია წარმოაჩინა როგორც მხარე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს უსაფრთხოების სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, თუმცა მან ცალსახად გამორიცხა ქვეყნის მონაწილეობა მეორე მოდელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765994843

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ბელგრადის „ნიკოლა ტესლას“ საერთაშორისო აერ...

მიხეილ ყაველაშვილი

1765992989

საზოგადოება

მაია ბითაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირი კვლავ შანტაჟისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ენაზე აგრძელებს საქართველოს მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან საუბარს, რაც ნამდვილად არ შეუწყობს ამ ეტაპზე ხელს ურთიერთობის გადატვირთვას

ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“, ასევე, გამჭვირვალობის კანონები. ამ საკითხზე საუბარია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში,...

მაია ბითაძე

1765990122

საზოგადოება

გიორგი კახიანი: ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს რაც შეეხება, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, რომ გარკვეულწილად ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავალთ

„ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს რაც შეეხება, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, რომ გარკვეულწილად ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავალთ“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართვე...

კახიანი

1765987837

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციის გიჟური იდეა თუ განხორციელდება, ამას უარყოფითი გავლენა ექნება, ბრიუსელი ევროპულ პოლიტიკაში შემაშფოთებელი მოთამაშეა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას „გიჟური იდეა“ უწოდა. ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ულტრამემარჯვენე ლიდერების შეხვედრაზე ორბანმა...

ვიქტორ ორბანი

1765983261

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგის შედეგად მიღწეულ პროგრესს მიესალმება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული მხარე მიესალმება პროგრესს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგის დროს მიიღწევა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელე...

ვლადიმერ პუტინი