თეა წულუკიანი: ჩვენ ვეღარ ვიჩენთ კომპრომისის ისეთ უნარს, როგორიც ადრე გვქონდა, რადგან ის რაც არის ხშირად მოთხოვნილი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესს
„მე როდესაც ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი, არ მგონია, რომ მეხსიერება მღალატობდეს, გვასწავლიდნენ, რომ 1960-იან წლებში ყველაზე მეტად დაჩქარდა დეკოლონიზაცია და ევროპა ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ კოლონიალიზმზე და კოლონიურ მენტალიტეტზე უარი თქვა. როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ, სწორედ ეს გაკვეთილები მახსენდება და ვფიქრობ - დამთავრდა კი ეს ყველაფერი?“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა. გადაცემის წამყვანმა მას კითხვა დაუსვა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით.
წულუკიანის თქმით, ხელისუფლება ვერ წავა კომპრომისზე ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.
„როდესაც ქალბატონი კალასი, რომელიც ახლა ირკვევა, რომ რუსის ჩექმით კმაყოფილი ოჯახიდან არის გამოსული და ჩვენ გვეძახის რუსეთუმეებს, გვიბრძანებს - ეს უნდა გააკეთოთ, ეს არ გააკეთოთ, მე თქვენზე უკეთ ვიცი, რომელი კანონი ურჩევნია ქართველ ხალხს - ეს ტოვებს იმ განცდას, რაც თავის დროზე წიგნებში წაგვიკითხავს, რომ არსებობენ აღმატებული ერები და პატარა ერები, რომლებმაც აღმატებული ერების ჭკუაზე უნდა იარონ. ჩვენ ეს არ გვინდა.
არაერთხელ მითქვამს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ წამყვანი არის ეროვნული ინტერესი, მაგრამ თუ არის ისეთი თხოვნა ან შემოთავაზება, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ ეწინააღმდეგება, შეიძლება მათი მოსაზრება გავიზიაროთ და გვიჩვენებია დიდი კომპრომისის უნარიანობა, მაგრამ როდესაც უკვე მათივე ღირებულებებთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები, საით მიდის ევროპული ბიუროკრატია, ნამდვილად არის თუ არა მათთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტი - ჩვენ ვეღარ ვიჩენთ კომპრომისის ისეთ უნარს, როგორიც ადრე გვქონდა, რადგან ის რაც არის ხშირად მოთხოვნილი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ ვართ ევროპა, ან არ ვართ ევროპის ნაწილი, რომელიც ჩვენ ყოველთვის ვიყავით“, - განაცხადა წულუკიანმა.
კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის განსხვავება ის არის, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ერთნაირ კრიტიკას, თუმცა კრიტიკაზე ევროპის განსხვავებულ რეაქციებს.
1766000364
ახალი ამბებითბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 10 წლამდე ბავშვი საავადმ...
1766000062
საზოგადოებათეა წულუკიანი: ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას. ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე
„რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის...
1765999429
საზოგადოებათეა წულუკიანი: საქართველოს შესახებ ყველა განცხადებასა და ანალიზში ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს
„დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ...
1765998714
საზოგადოებაანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო: ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც „ნაცმოძ...
1765996119
მსოფლიოჯორჯია მელონი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის
დეპუტატთა პალატისადმი მიმართვისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის“. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებ...


























