საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ბელგრადის „ნიკოლა ტესლას“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მიხეილ ყაველაშვილსა და ქართულ დელეგაციას აეროპორტში სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო ჯურიჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტატიანა პანაიოტოვიჩ-ცვეტკოვიჩი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში „სერბეთის სასახლეში“ საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უმასპინძლებს. გაიმართება პირისპირ და გაფართოებულ ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს სერბეთის პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1765992989
საზოგადოებამაია ბითაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირი კვლავ შანტაჟისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ენაზე აგრძელებს საქართველოს მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან საუბარს, რაც ნამდვილად არ შეუწყობს ამ ეტაპზე ხელს ურთიერთობის გადატვირთვას
ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“, ასევე, გამჭვირვალობის კანონები. ამ საკითხზე საუბარია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში,...
1765990122
საზოგადოებაგიორგი კახიანი: ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს რაც შეეხება, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, რომ გარკვეულწილად ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავალთ
„ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს რაც შეეხება, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, რომ გარკვეულწილად ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავალთ“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართვე...
1765987837
მსოფლიოვიქტორ ორბანი: რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციის გიჟური იდეა თუ განხორციელდება, ამას უარყოფითი გავლენა ექნება, ბრიუსელი ევროპულ პოლიტიკაში შემაშფოთებელი მოთამაშეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას „გიჟური იდეა“ უწოდა. ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ულტრამემარჯვენე ლიდერების შეხვედრაზე ორბანმა...
1765983261
მსოფლიოპუტინი: რუსეთი ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგის შედეგად მიღწეულ პროგრესს მიესალმება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული მხარე მიესალმება პროგრესს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგის დროს მიიღწევა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელე...
1765981351
საზოგადოებარატი იონათამიშვილი ევრობიუროკრატებზე: ევროინტეგრაციის პროცესს ისინი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებენ, მაგრამ ასეთი შანტაჟის ინსტრუმენტები ჩვენზე არ ჭრის
საქართველო პასუხისმგებლობით იცავს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით 4-ივე კრიტერიუმს, მაგრამ სამწუხაროდ ევრობიუროკატებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი უყურებენ არა ასოცირების შეთანხმებას, ა...



























