თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ წამყვანი არის ეროვნული ინტერესი და თუ არის ისეთი შემოთავაზება, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ ეწინააღმდეგება, შეიძლება მათი მოსაზრება გავიზიაროთ

„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ წამყვანი არის ეროვნული ინტერესი, მაგრამ თუ არის ისეთი თხოვნა ან შემოთავაზება, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ ეწინააღმდეგება, შეიძლება მათი მოსაზრება გავიზიაროთ და გვიჩვენებია დიდი კომპრომისის უნარიანობა, მაგრამ როდესაც უკვე მათივე ღირებულებებთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები, საით მიდის ევროპული ბიუროკრატია, ნამდვილად არის თუ არა მათთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტი - ჩვენ ვეღარ ვიჩენთ კომპრომისის ისეთ უნარს, როგორიც ადრე გვქონდა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანმა მას კითხვა დაუსვა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით. წულუკიანის თქმით, ხელისუფლება ვერ წავა კომპრომისზე ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ხშირად ევრობიუროკრატები საქართველოსგან ითხოვენ ისეთ რამეს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კომპრომისზე ვერ წავა.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ ვართ ევროპა, ან არ ვართ ევროპის ნაწილი, რომელიც ჩვენ ყოველთვის ვიყავით“, - განაცხადა წულუკიანმა.

კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის განსხვავება ის არის, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ერთნაირ კრიტიკას, თუმცა კრიტიკაზე ევროპის განსხვავებულ რეაქციებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766000364

ახალი ამბები

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 10 წლამდე ბავშვი საავადმ...

ააა

1766000062

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას. ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე

„რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის...

თეა წულუკიანი

1765999429

საზოგადოება

თეა წულუკიანი: საქართველოს შესახებ ყველა განცხადებასა და ანალიზში ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს

„დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ...

თეა წულუკიან

1765998714

საზოგადოება

ანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო: ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც „ნაცმოძ...

ანა წითლიძე

1765996119

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის

დეპუტატთა პალატისადმი მიმართვისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის“. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებ...

ჯორჯია მელონი