თეა წულუკიანი: ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას. ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე

„რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა წამყვანის კითხვას, ევრობიუროკრატები ამბობენ, რომ ისინი ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ.

თეა წულუკიანის თქმით, ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე.

„რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას. თუ ოდნავ მაინც აქვს გამოცდილება პოლიტიკოსს, ის ძალიან უნდა მოუფრთხილდეს ხალხის სახელით საუბარს, რაც არ უნდა დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს არჩევნებში იმიტომ, რომ ეს ასე მარტივი საკითხი არ არის. თქვენ თუ დააკვირდებით ჩვენს გამოსვლებს, ნახავთ რომ, მეც მათ შორის, უფრო ხშირად ვსაუბრობ ამომრჩეველზე. ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით. ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე. ამიტომ, ვისაც ასეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, მას შემიძლია მივუსამძიმრო, რომ სრულიად ერის სახელით შეუძლია ვინმეს ისაუბროს. ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოების დიდი ნაწილის სახელით, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომელიც იზიარებს იმ მიდგომებს, რაც ჩვენ გვაქვს.

როდესაც თქვენ მე მეკითხებით, ევროკავშირმა თქვა რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ევროპას უჭერს მხარს, ამაში ჩვენც გვიგულისხმა, მათ შორის მეც იმიტომ, რომ ჩვენ ვუჭერთ ევროპას მხარს. მე ევროპაში გავიზარდე, იქ მივიღე განათლება, ვიმუშავე ძალიან ბევრი წელი და ვემსახურე ევროპულ ადამიანის უფლებებს, იქაურ სტანდარტებს და ღირებულებებს, რომელიც ქართული ღირებულებებია, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ისინი თავად შორდებიან საკუთარ ღირებულებებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766000970

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ჩვენ ვეღარ ვიჩენთ კომპრომისის ისეთ უნარს, როგორიც ადრე გვქონდა, რადგან ის რაც არის ხშირად მოთხოვნილი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესს

„მე როდესაც ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი, არ მგონია, რომ მეხსიერება მღალატობდეს, გვასწავლიდნენ, რომ 1960-იან წლებში ყველაზე მეტად დაჩქარდა დეკოლონიზაცია და ევროპა ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ კოლონიალიზ...

თეა წულუკიანი

1766000364

ახალი ამბები

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 10 წლამდე ბავშვი საავადმ...

ააა

1765999429

საზოგადოება

თეა წულუკიანი: საქართველოს შესახებ ყველა განცხადებასა და ანალიზში ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს

„დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ...

თეა წულუკიან

1765998714

საზოგადოება

ანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო: ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც „ნაცმოძ...

ანა წითლიძე

1765996119

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის

დეპუტატთა პალატისადმი მიმართვისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის“. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებ...

ჯორჯია მელონი