თეა წულუკიანი: საქართველოს შესახებ ყველა განცხადებასა და ანალიზში ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს

„დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ დასანქცირდეს ესა თუ ის პირი, რომ უკვე შეცვლილი და გამარტივებული შეჩერების მექანიზმები უვიზო მოსვლასთან დაკავშირებით, გამოყენებული იქნეს კონკრეტული პირების წინააღმდეგ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს.

„გვაქვს ფაქტებზე დაფუძნებული ვარაუდები და ინფორმაცია და ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ემსახურებოდა რაღაც სხვა მიზანს. ეს დეტალურად ახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის ბრიფინგზე, როდესაც მან თქვა, რომ „ბიბისის“ მიერ ყოვლად უსაფუძვლოდ საქართველოსთვის ცრუ ბრალდების წაყენება არა მხოლოდ საქართველოს დისკრედიტაციას ემსახურება, არამედ რაღაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ. სწორედ ეს მოხდა, მაგალითად, თუნდაც რამდენიმე საათის წინ, როდესაც ევროპარლამენტარები გამოვიდნენ და საქართველო უარყოფითად შეაფასეს. მანამდე ევროპულმა საბჭომ იმსჯელა და ხელმძღვანელებმა და ლიდერებმა განცხადებები შეიმუშავეს და ერთობლივად გაავრცელეს. დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ დასანქცირდეს ესა თუ ის პირი, რომ უკვე შეცვლილი და გამარტივებული შეჩერების მექანიზმები უვიზო მოსვლასთან დაკავშირებით, გამოყენებული იქნეს კონკრეტული პირების წინააღმდეგ საქართველოში. სხვა ვითარებაში ალბათ ეს განცხადებები ძალიან სერიოზულად შემაშფოთებელი იქნებოდა ჩვენთვის. ჩვენ უკვე იქამდე მივედით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ვეღარ აღიქვამს ამ ყველაფერს სერიოზულად, იმიტომ რომ თავად ევროკავშირში (ბიუროკრატიას ვგულისხმობ პირველ რიგში და პოლიტიკურ ელიტაში) არის ნდობის ძალიან სერიოზული ეროზია მათივე საზოგადოებების მხრიდან და ჩვენ ყველა განცხადებასა და ანალიზში საქართველოს შესახებ ვხედავთ, რომ ევროპული ბიუროკრატია და ევროპელი პოლიტიკოსების გარკვეული და დიდი ნაწილი საერთოდ ვერ აფასებს ადეკვატურად საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მე ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ ასევე ირკვევა. რომ ისინი თავიანთ ქვეყნებშიც მოწყვეტილნი არიან საკუთარ საზოგადოებას; ამისთვის რამდენიმე ინტერვიუს მოსმენაც კი კმარა“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766000970

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ჩვენ ვეღარ ვიჩენთ კომპრომისის ისეთ უნარს, როგორიც ადრე გვქონდა, რადგან ის რაც არის ხშირად მოთხოვნილი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესს

„მე როდესაც ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი, არ მგონია, რომ მეხსიერება მღალატობდეს, გვასწავლიდნენ, რომ 1960-იან წლებში ყველაზე მეტად დაჩქარდა დეკოლონიზაცია და ევროპა ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ კოლონიალიზ...

თეა წულუკიანი

1766000364

ახალი ამბები

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 10 წლამდე ბავშვი საავადმ...

ააა

1766000062

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას. ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე

„რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის...

თეა წულუკიანი

1765998714

საზოგადოება

ანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო: ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც „ნაცმოძ...

ანა წითლიძე

1765996119

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის

დეპუტატთა პალატისადმი მიმართვისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის“. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებ...

ჯორჯია მელონი