კოსოვოში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტი დააკავეს
კოსოვოს ადმინისტრაციამ რუსი ჟურნალისტი დარია ასლამოვა დააკავა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
როგორც უკრაინული მედია კოსოვოს ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ადასტურებს, რომ დარია ასლამოვა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ჯაშუშობით იყო დაკავებული და ჟურნალისტის საფარქვეშ მოქმედებდა, ასევე მონაწილეობდა უკრაინის ომში და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ პროპაგანდას ავრცელებდა.
ჟურნალისტი სერბეთის საზღვარზე მაშინ დააკავეს, როდესაც კოსოვოში შესვლას ცდილობდა, როგორც გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტი.
7 აგვისტოს დილით ასლამოვა დაუკავშირდა რედაქციას და განაცხადა, რომ იგი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ იძულებული გახდა სერბეთში დაბრუნებულიყო, რადგან მკაცრად ურჩიეს კოსოვოს ტერიტორიის დატოვება. ასლამოვა საზღვარზე თავისით, ავტობუსით მივიდა. მესაზღვრეებმა სერბეთის მხარეზე იგი ასევე დაკითხეს.
“ბევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ასლამოვა ჯაშუშობით იყო დაკავებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ და თავს ჟურნალისტად ასაღებდა… მისი მცდელობა შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, ემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მიმდინარე მოვლენებს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ რუსეთი შეუერთდა სერბეთის პროპაგანდას ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით,”- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
კოსოვოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს რუსი ჟურნალისტის რამდენიმე ფოტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ერთად.
“კომსომოლსკაია პრავდა” წერს, რომ ასლამოვა სარედაქციო დავალებით სერბეთში იმყოფებოდა სერბეთ-კოსოვოს კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიშის მოსამზადებლად.
დარია ასლამოვა “კომსომოლსკაია პრავდას” სპეციალური კორესპონდენტია. იგი ასევე მუშაობდა უკრაინაში, როგორც რუსული პროპაგანდისტული არხის “ცარიგრადის” ომის კორესპონდენტი. ასლამოვა ჟურნალისტად მუშაობდა ბევრ ცხელ წერტილში, მათ შორის ჩეჩნეთში, აფხაზეთში, თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში, ყოფილ სამხრეთ ოსეთში, ტაჯიკეთსა და ყოფილ იუგოსლავიაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































