მარკო რუბიო: დღეს, გავლენიან ძალებსა და შორეულ ცენტრებს მიაჩნიათ, რომ უფლებამოსილნი არიან, განკარგონ თქვენი კანონები, თქვენი ქვეყანა და თქვენი ცხოვრებაც კი

„უკვე 250 წელია, რაც ამერიკელები, როგორც თავისუფალი და სუვერენული ერი, საკუთარ თავს თავად ვმართავთ. ჩვენ თავად ვირჩევთ ჩვენს ლიდერებს და თავად ვადგენთ ჩვენს კანონებს. როდესაც დანაშაულში გვდებენ ბრალს, ჩვენი ბედი ჩვენივე თანასწორთაგან დაკომპლექტებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ეს ჩვენი მმართველობის სისტემის არსებითი და შეუცვლელი ნაწილია, რომელიც ჩვენი საერთო ცხოვრების წესის საფუძველს ქმნის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„თუმცა დღეს, გავლენიანი ძალები და შორეული ცენტრები ცდილობენ, ეს უფლება წაგვართვან. მათ მიაჩნიათ, რომ უფლებამოსილნი არიან, განკარგონ თქვენი კანონები, თქვენი ქვეყანა და თქვენი ცხოვრებაც კი და მათთვის სრულიად უმნიშვნელოა, ეთანხმებით თუ არა მათ ამ ნაბიჯს.

მსოფლიოს მეორე ბოლოში არსებობს დაწესებულება, რომელიც საკუთარ თავს „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს“ უწოდებს. შესაძლოა, გსმენიათ კიდეც მის შესახებ, ან შესაძლოა - არა. თუმცა, დიდი ალბათობით, თქვენ არც მისი მოსამართლეების, არც პროკურორების და არც პრეზიდენტის ვინაობა გაგეგებათ. და სიმართლე ისაა, რომ არც უნდა იცოდეთ.

თუმცა, სწორედ ამ წუთებში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და მისი თანამოაზრეები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ - არა ტყვიებითა თუ რაკეტებით, არამედ კანონმდებლობით, შეთანხმებებითა და ე.წ. „საერთაშორისო სამართლის“ კარნახით.

როდესაც 24 წლის წინ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დაარსდა, გვპირდებოდნენ, რომ ის მხოლოდ შეზღუდული, დამხმარე მექანიზმის ფუნქციას შეასრულებდა: ეს იქნებოდა გლობალური ინსტანცია, რომელიც მხოლოდ უმძიმესი დანაშაულების - მაგალითად, გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების - დროს ჩაერეოდა, თანაც მხოლოდ მაშინ, თუ თავად ქვეყნის სასამართლო სისტემა აღმოჩნდებოდა უძლური, თავად აღესრულებინა მართლმსაჯულება.

თუმცა, სინამდვილეში, საქმე გაცილებით უფრო რადიკალურ და უკიდურეს მოვლენასთან გვაქვს: ეს არის გლობალური ტრიბუნალი, დაკომპლექტებული არარჩეული გლობალისტი ბიუროკრატებით, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ, რომ მათი ძალაუფლება პრაქტიკულად შეუზღუდავია.

ამ გლობალური სასამართლოს საფრთხე დღითიდღე მძაფრდება. დღეს ის ჩვენი პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის ყველა ფუნდამენტს ემუქრება - იქნება ეს სასაზღვრო სამსახურის აგენტები, რომლებიც მოძალადე დამნაშავეებს აძევებენ; ამერიკელი საზღვაო ქვეითები, რომლებიც სამშობლოს დასაცავად სიცოცხლეს სწირავენ; თუ პროკურორები, რომლებიც ამერიკელთა წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ შეთქმულებებს შლიან.

თუ უმოქმედოდ დავრჩებით, ისინი ათასობით მილის იქით მყოფი უცხოელი მოსამართლეების განკარგულებაში აღმოჩნდებიან. მათ მუდმივად დაემუქრებათ დევნისა და პატიმრობის საფრთხე იმ ე.წ. „დანაშაულისთვის“, რაც საკუთარი სამშობლოს დაცვას გულისხმობს. ამერიკელ ხალხს ამაზე არასდროს განუცხადებია თანხმობა და არც არასდროს იტყვის.

გადაიკითხეთ ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაცია: ჩვენ რევოლუციით დავუპირისპირდით უცხო ძალას, რომელიც „ოკეანეებს იქით გვგზავნიდა, რათა შეთითხნილი ბრალდებებისთვის გვეპასუხა“. დამოუკიდებლობა ჩვენი ბუნებითი, თანდაყოლილი უფლებაა და ჩვენ არასდროს მივცემთ უცხოელ ბიუროკრატებს იმის ნებას, რომ ის წაგვართვან.

ეს ადმინისტრაცია არ იქნება გულგრილი დამკვირვებელი, როდესაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და მისი თანამოაზრეები ჩვენს ხალხს ემუქრებიან. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა შეუძლიათ, ჩვენ მათ ამერიკული სიმტკიცის ნამდვილ მნიშვნელობას დავანახებთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ვიდეომიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783964868

ახალი ამბები

შიო III: ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე, სულიერად

„ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად... ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი...

 შიო მესამე

1783962532

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მიუხედავად დასავლეთის რუსოფობიური ნაწილის ბრძოლისა, ქვეყანა წინ მიიწევს და წარმატებულადაც!

„კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიური ნაწილი რუსეთს ებრძვის, თუმცა ქვეყანა მაინც წინ მიიწევს და წარმატებებს აღწევს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სახალხო ფრონტის“ ფორუმზე – „ყველა...

პუტინი

1783961303

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

თელავში, სტიქიის ზონაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზიანი აღირიცხება და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიი...

შალვა პაპუაშვილი

1783956911

მსოფლიო

„ჰორმუზის სრუტის მცველი გავხდებით, ამ სრუტის მფარველი ანგელოზიც კი“ - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანზე კვლავ მიიტანს იერიშს

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ მიიტანს ირანზე იერიშს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. „გუშინ ღამით მათ ძლიერად დავარტყით. ჩვენ შეთანხმება გვქონდა. ეს არავი...

ტრამპიტრამპი

1783953256

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ის, რომ დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა, სწორედ ამ ბიუროკრატების დამსახურებაა. ეს ლიდერები, რომლებიც დღეს მართავენ ევროკავშირს, აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი პრაგმატიზმისგან

ის, რომ დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა, სწორედ ამ ბიუროკრატების დამსახურებაა, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“...

გიორგი გაბუნია